ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრას ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელი ეგორ კოჩიევი კონსტრუქციულს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

 

კოჩიევის თქმით, სამხრეთოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნის აუცილებლობაზე, რაზეც, მისი თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია.

 

„ჩვენ შევეცადეთ აღგვენიშნა, რომ ამ საკითხს ადამიანების ცხოვრების გასაიოლებლად მხოლოდ პრაქტიკული ხასიათი გააჩნია. მათ ეცოდინებათ, სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და სად - საქართველო და აღარ იქნება ამასთან დაკავშირებით დამრღვევის დაკავება და სასამართლო გარჩევები“, - განაცხადა კოჩიევმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.