ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა საქართველოს ექვსი მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან გააძევა, - ამის შესახებ დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ადმინისტრაციული სამართალდარვევების კოდექსის 18.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ღონისძიებები ჩაატარა რესპუბლიკაში უცხოელი მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის აღკვეთის კუთხით. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში 22-24 იანვარს უწყებამ აზერბაიჯანული წარმომავლობის საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოავლინა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნიდან გააძევა. ისინი სამხრეთ ოსეთში არაკანონიერად ცხოვრობდნენ და ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.