ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების გამო, არ აღიარებს არც 9 ივნისის სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც აფხაზეთში 25 აგვისტოსთვის დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს,- ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

ჩეხეთის საგარეო უწყება კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

„ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ის არ აღიარებს არც 2019 წლის 9 ივნისის სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოსთვის დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.