"მთავარი არხის" ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.

 

ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბერს, ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრში დაიწყეს.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენიც, რომლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.

 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.