Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6655
EUR
3.0352
RUR
0.0399
GBP
3.3719

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის გამოფენა IBTM World-ში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდზე 500-მდე შეხვედრა და 10-მდე პრეზენტაცია გაიმართა.

 

ბარსელონაში გამართული გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ახალ პრეზიდენტთან ჯეიმს რისთან და ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

 

ბარსელონაში გამართულ გამოფენას მსოფლიოს 141 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბრის თვეში 47, 868 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი - 20,591 მგზავრი).

 

როგორც „გლობალ პრეს“ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების მიხედვით, გასულ თვეებთან შედარებით. 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 178 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 85 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი - 96 რეისი).

 

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია (2017 წელი 11 თვე - 380, 552 მგზავრი).

 

რაც შეეხება შესრულებულ რეისებს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში 1,969 რეისი განხორციელდა, რაც 29 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე ( 2017 წლის 11 თვე -1,529 რეისი).

 

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი წლის ბოლომდე პოზიტიურია.

იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და 8,105,829 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ კი, 6,743,580 შეადგინა, ზრდა+11.9%-ია. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

ასევე, სააგენტოს ცნობით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,486,595 შეადგინა, რაც 659,454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე.

 

„11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების მიმართულებით საქართველოში ახალი რეკორდი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტების რიცხვმა პირველად საქართველოს ისტორიაში გადააჭარბა 8 მილიონს. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან და ზოგადად იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.2%-ით არის გაზრდილი“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%),აზერბაიჯანიდან 1,311,907 (+9.8%), სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%) და თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82%,რუმინეთი +63%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50%, ლატვია +47%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +117%,ჩინეთი +80%, ბელარუსი +43%,ისრაელი 33%, ყაზახეთი +24% და აშშ +24%. 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში 598,312 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.

 

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 485,319 შეადგინა, ზრდა +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 307,272 შეადგინა, რაც 37,671-ით მეტია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14%). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

 

ამასთან, წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2 მილიარდ 817 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა +19.9%), რაც 468 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1 მილიარდ 361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872)დოლარს (ზრდა +28.1%), რაც594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.2%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

ექსკლუზიური სიახლეები
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » დეკემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

ამინდი

უმეტესად ღრუბლიანი

1°C

თბილისი

უმეტესად ღრუბლიანი

სინესტე: 95%

ქარი: 6.44 km/h

  • 19 დეკემბერი 2018

    ღრუბლიანი 2°C 0°C

  • 20 დეკემბერი 2018

    ღრუბლიანი 4°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

დაბრუნდეს თუ არა რუსეთი დიდი რვიანში?