ავიაკომპანია Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს. აღნიშნული განრიგი Ryanair-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.

 

მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 5 ივლისის რეისებზე.

 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი თავისი რეისების 40%-ის აღდენას პირველი ივლისადან გეგმავს.

 

კერძოდ, ავიაკომპანია დღეში დაახლოებით 1 000-მდე რეისს შეასრულებს. რეკომენდაციების თანახმად, მგზავრებმა აეროპორტში სიცხე უნდა გაიზომონ. გარდა ამისა, მათ ნიღაბი უნდა ატარონ და ტერმინალებში ხელის სადეზინფექციო ხსნარები გამოიყენონ.

 

ასევე, თვითმფრინავის ბორტზე ტუალეტის რიგში დგომა იკრძალება. ამასთან კომპანია მგზავრებს სთხოვს, რომ ონლაინ-რეგისტრაცია გაიარონ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.