საკურორტო სოფელ მუხურში კომპანია ,Mukhuri Resort-ი ევროპული სტილის, ორ, 30-30 ნომრიან სასტუმროს აშენებს.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობზე ჩასასვლელი გვირაბი აქვს, არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს, სასტუმროს დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს.

 

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს „ლაკადა გრუპი“ ასრულებს.

 

ორივე სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 11 მილიონ ლარამდეა, სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.