აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

 

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

 

ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა მოიცავს კონცეპტუალურ რუკას, რომელზეც, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულია ტერიტორია, რომლის დათმობასაც ისრაელი გეგმავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუკის მიხდევით, პალესტინის ტერიტორია ორმაგდება.

 

ტრამპი პალესტინელებს ოთხწლიან ვადას უწესებს, რა დროსაც ისინი ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე უნდა შეთანხდნენ, ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ თავდასხმების განხორციელება უნდა შეაჩერონ და პალესტინის სახელწიფოს ჩამოყალიბების მიზნით მმართველი ინსტიტუტები შექმნან.

 

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, გეგმა შეესწავლა.

 

„მე მას ავუხსენი, რომ მისი ახალი სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორია ოთხი წლის განმავლობაში ღია და ხელშეუხები დარჩება. ამ დროის მანძილზე პალესტინელებს შეუძლიათ, მთელის სიფრთხილით შეისწავლონ გარიგების პირობები, მოელაპარაკონ ისრაელს, მიაღწიონ სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კრიტერიუმებს და გახდნენ მართლაც დამოუკიდებელი და საუცხოო სახელმწიფო,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ასევე ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით გახსნიდა აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოს.

 

როგორც ირკვევა, ტრამპის ამ გეგმას ბენიამინ ნეთანიაჰუც ეთანხმება, თუმცა Reuters-ი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ოთხი წლის განმავლობაში გოლანის მაღლობებზე განაშენიანებას შეაჩერებს. ახლა გადაწყვეტილება პალესტინელებმა უნდა მიიღონ. ივარაუდება, რომ ამ გეგმამ ისრაელსა და პალესტინას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დაარეგულიროს. თუმცა BBC იუწყება, რომ პალესტინელები ტრამპის მშვიდობის გეგმას არ ეთანხმებიან.

 

ასევე „ბიბისი“ ინფორმაციით ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ნეთანიაჰუ მოსკოვში ჩავა და ტრამპის შეთავაზებებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს.

 

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი და სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები 1967 წლის 6-დღიანი ომის შედეგად დაიკავა. გაერო ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს.

 

 

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.