მექსიკაში ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი, ჟურნალისტი ხორხე მიგელ არმენტა მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ის ქალაქ კუიდად ობრეგონში ჩაცხრილეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი რესტორნიდან 2 პოლიციელის თანხლებით გადიოდა. სროლას ერთ-ერთი სამართალდამცველი შეეწირა, მეორე კი დაიჭრა.

 

ბოლო დროის განმავლობაში არმენტა და მისი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მუქარის წერილებს იღებდნენ, ამიტომ ის ჟურნალისტების სახელმწიფო დაცვის პროგრამაში იყო ჩართული და მის უსაფრთხოებაზე პოლიცია ზრუნავდა.

 

მექსიკა, ისევე როგორც სირია და ავღანეთში ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სახელმწიფოდ ითვლება. არმენტა ქვეყანაში წელს უკვე მეოთხე მოკლული ჟურნალისტია. 2019 წელს მექსიკაში მედიის 19 წარმომადგენელი მოკლეს. საქმეთა უმეტესობა გახსნილი არ არის.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.