ირანმა ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა.

 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ფრენების აღდგენის შესახებ თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

 

დღესვე აშშ-მა და ავსტრალიამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.