18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ისრაელის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ბენი განცის მიერ ფორმირებულ მინისტრთა კაბინეტს მხარი კნესეტის 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 46 იყო. ამის შემდეგ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრად, განცი კი ალტერნატიულ პრემიერად აირჩიეს.

 

ბოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.

 

20 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და ისრაელის პარლამენტის სპიკერის, ბენი განცის პარტია „კახოლ-ლავანმა“ შეთანხმებას მიაღწიეს სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე.

 

შეთანხმების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს წელიწადნახევრის განმავლობაში დაიკავებს, რის შემდეგაც მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენი განცი ჩაანაცვლებს. მანამდე კი ბენი განცი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.