სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ „ამაყობს ძლიერი სომეხი ხალხით“.

 

„ძლიერი, ძლიერი, ძლიერი ხალხი. მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ თქვენით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.