სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან უნდა აწარმოოს, მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

მისი განცხადებით, „აზერბაიჯანი მტკიცედ უარყოფს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ნაწილია“.

 

„აზერბაიჯანული მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ ნიკოლ ფაშინიანი ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას. სომხეთი და განსაკუთრებით ნიკოლ ფაშინიანი სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ მოლაპარეაკებების პროცესის ჩაშლაზე“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მიმართა ეუთო-ს და მოუწოდა რეაგირება მოახდინონ სომხეთის სახიფათო გამონათქვამებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

Merab Tsaava
Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.