2019 წელს სომხეთი განაგრძობს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

 

„სომხეთის კონტინგენტი, რომლის შემადგენლობაში 130 სამხედრო შედის, 2019 წელს განაგრძობს მონაწილეობის მიღებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია 2015 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო და 15 995 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი 8 475 სამხედრო მოსამსახურე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი. აშშ-ს მოჰყვება გერმანია 1300 ჯარისკაცით და მესამე ადგილზეა იტალია – ავღანეთში 895 იტალიელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.