ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხელისუფლება გაათავისუფლებს, მერე საეკლესიო თვალსაზრისით მოხდება მისი ბრალის დადგენა.

 

მისივე თქმით, სინოდის არც ერთ წევრს შეწყალების თხოვნაზე განსხვავებული აზრი არ ჰქონია.

 

„მამალაძის საკითხი იყო პირველი საკითხი სინოდის სხდომაზე. პატრიარქის წინადადება იყო, რომ მიგვემართა ხელისუფლებისთვის თხოვნით; რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაგვისჯია და ჩვენ არ ჩაგვისვია ციხეში, ამიტომ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს. ამაზე სინოდის არც ერთ წევრს განსხვავებული აზრი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება მამალაძის მოქმედებას, თუ მოხდება და ხელისუფლება გაათავისუფლებს, შემდეგ ვიმსჯელებთ, გვექნება მასთან საუბრები განხილვები, ბრალის დადგენა საეკლესიო თვალსაზრისით, როგორც სასულიერო პირის მოქმედება. ოღონდ ეს მომავლის საქმეა. ახლა ჩვენ ერთსულოვნად ყველამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვითხოვოთ მამა გიორგის შეწყალება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.