თუ ეკლესიები არ დაცხრა, ნებისმიერი აზრი შეიძლება კიდევ უფრო დამამძიმებელი იყოს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მას უჭირს იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჭყონდიდის ეპარქიაში.

 

„თუ ეკლესიები არ დაცხრა, ნებისმიერი აზრი არსებულ, ისედაც რთულ ვითარებაში შეიძლება კიდევ უფრო დამამძიმებელი იყოს. შემინდეთ, მაპატიეთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებული ბრალდებების შესახებ თუ სმენია აქამდე, უპასუხა:

 

„არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, გამიგეთ”.

 

შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდის გუშინდელ სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

 

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.