მეუფე პეტრეს ინიციატივა მინდა გავაჟღერო. 1977 წლიდან დღემდე განკვეთილი მღვდელთავრებისა და მღვდლების ბიოგრაფიის შესწავლა დაგვევალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მარტვილში განუცხადა.

 

მისი თქმით, მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ სინოდმა მეუფე პეტრესთან მიმართებით გუშინ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო.

 

„ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ინიციატივა მინდა გავაჟღერო. 1977 წლიდან დღემდე განკვეთილი მღვდელთავრებისა და მღვდლების ბიოგრაფიის შესწავლა დაგვევალა. ზოგიერთს სიკვდილის მერე ისევ მიტროპოლიტობა მიანიჭეს. დაგვევალა ეს ბიოგრაფიები იქნას გამოძიებული. ჩვენ, მღვდლები და თეოლოგები შევისწავლით ამ ყველაფერს და საზოგადოებას წარმოვუჩენთ უფრო ნათლად“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.