ამ ზაფხულს ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებოდი, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო პატრიარქთან, შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ზაფხულში ჰქონდა თუ არა საუბარი მეუფე პეტრესთან იმავე საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მეუფე პეტრემ საჯარო განცხადება გააკეთა, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ მას მეუფე პეტრეს ამ განცხადების არ სჯერა.

 

„ჩემი პასუხი, როგორც ექიმის, ფსიქოლოგის და მღვდელმსახურის იყო ის, რომ არ მჯერა. ყველაფერი არის უფრო თხრობითი და ვიღაცამ რაღაცა თქვა, ვიღაცამ რაღაც უთხრა. კონკრეტული არაფერი იყო და ამიტომ, მე არ მჯერა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.