ანდრია სარიას მიერ გამოქვეყენებული ჩანაწერების ავთენტიკურობა ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ეჭვი არ ეპარება, რომ სექსუალური შევიწროვების ფაქტები ნამდვილია.

 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სინოდი ვალდებულია, აღდგომიდან 50 დღის შემდეგ სხდომაზე შეიკრიბოს და ასევე ვალდებულია სკანდალური ბრალდებები განიხილოს. შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს სწორედ იგივე საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო ჩამოართვეს ეპარქიის ხელმძღვანელობა. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების განხილვა საეკლესიო კრებაზე უნდა შედგეს.

 

,,ჩემ მიერ გასული წლის 31 ოქტომბერს დაწყებული ბრალდება, შესაბამისად, გაგრძელდეს მოკვლევა და გაგრძელდეს საეკლესიო სასამართლო. აქ არის ლტოლვა მამათმავლური და არის შევიწროება.

 

სიმართლე უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, თუ ვის ანდობს სულს და რა ხდება მის დედაეკლესიაში. შერჩევითი სამართალი უნდა გამოვრიცხოთ და სჯულის კანონით უნდა ჩატარდეს დიდი საეკლესიო კრება," - ამბობს მეუფე პეტრე.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.