,,ნებისმიერი პატიოსანი სასულიერო პირი შეწყვეტდა პატრიარქის მოხსენიებას" - ამის შესახებ მეუფე პეტრე(ცაავა) ტელეკომპანია ,,მთავართან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

,,მიმაჩნია, რომ ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფიალისა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და შეეწყვიტა კათალიკოს პატრიარქის მოხსენიება წირვა ლოცვაზე, აღმოჩნდა, გახმაურებული სატელეფონო მიმართვა ერთ-ერთი ადამიანისა, რომელიც ასევე ჰყვება, მისი ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ, რომელიც საპატრიარქოში მას შეემთხვა და მამაომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, ნებისმიერ პასუხისმგებლიანმა და პატიოსანმა სასულიერო პირმა, - ამბობს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

 

მისივე თქმით, ამ საკითხს წერტილი დიდმა საეკლესიო კრებამ და საეკლესიო სასამართლომ უნდა დაუსვას. მღვდლების დასჯის ნაცვლად, მათ კითხვებზე საპატრიარქომ პასუხი უნდა გასცეს.

 

,,იქნეს აღიარებული, ან გაირკვას სიმართლე. ჩატარდეს საეკლესიო კრება და საეკლესიო სასამართლო, ეს იყო მამა ათენაგენეს მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად მას შეუჩერეს მღვდელმსახურება, - ამბობს მეუფე  პეტრე ცაავა.

 

როგორც თეოლოგები ამბობენ, რომ სასულიერო პირს, რომელიც პატრიარქის წირვა ლოცვაში მოხსენიებას შეწყვეტს მეუფე ართმევს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას, მაგრამ დასჯილ მღვდელს შეუძლია სინოდის სხდომაზე განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზი და თუ ეს მიზეზი მისაღები იქნება, ის გამართლდება.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.