Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

თურქეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაცია „არწივის კლანჭი“ დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყნის ავიაციამ ერაყში ქურთების პოზიციებზე მიიტანა იერიში. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ანკარაში განმარტავენ, რომ ამ ოპერაციის მიზანია თურქეთის საზღვრებისა და ხალხის დაცვა. აღსანიშნავია, რომ აშშ და ევროკავშირი „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ბაღდადის ცენტრში, „მწვანე ზონაში“, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქიდან 80 კილომეტრში, ბალადის სამხედრო ბაზაზეც მოხდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები. მომხდარს ერაყის სამხედრო მეთაურობა ადასტურებს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა Reuters-ის ცნობით, დაჭრილია 5 ადამიანი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდაო და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

საქართველო არ აჩვენებს მზაობას ერთობლივი მუშაობისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე დაძაბულობის შემცირების კუთხით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაში.

 

„იმისათვის, რომ დაკავებებს ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა ხალხის ინფორმირება ახალი საზღვრის ხაზებზე და მათი გადაკვეთის წესებზე. საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ცხადყოფენ, რომ იქ, სადაც დაყენებულია ღობეები და საინფორმაციო სტენდები, უნებლიე დარღვევების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად ასევე მცირდება დაკავებების რაოდენობა. სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები ჯერ კიდევ მზად არ არიან მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც რეალურად შეამცირებს დაძაბულობას საზღვრისპირა ტერიტორიაზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალისხმევა, რომლებიც ცალმხრივად აყენებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ღობეები, საკმარისი არ არის ამგვარი ინციდენტების ეფექტური პრევენციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საზღვრები საქართველო და აფხაზეთს შორის და საქართველო და სამხრეთ ოსეთს შორის არაერთგვაროვნად არის ინტერპრეტირებული“.

 

„ხალხი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, დამნაშავე არ არის და უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ ცხოვრების ახალი პირობები გასაგები და ნათელი იყოს, ვინაიდან ცხოვრება გრძელდება: ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ადრე, დაკავებულია მიწათმოქმედებით, ნათესავებთან მიმოსვლით. პერიოდულად, ხშირად ისე რომ არ იციან, კვეთენ ახალი სახელმწიფო საზღვრების ხაზებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანმა,ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას ,,როიტერსი" ავრცელებს. სააგენტო აშშ-თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს საჰაერო ბაზებზე ათამდე ბალისტიკური რაკეტამ დაარტყა, სამიზნე კი ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ და ,,ირბილი" იყო.

 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიების ინფორმაციით ,,ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა" დაადასტურა, რომ მათ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით განახორციელეს ბაზებზე დარტყმა.

 

BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონი ზარალის და მსხვრეპლის შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია. თეთრი სახლის სპიკერის ჯონათან ჰოფმანის განცხადებით, პრეზიდენტმა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო.

 

,,ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ერაყში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ. პრეზიდენტი აკვირდება მიმდინარე მდგომარეობას და კონსულტაციებს უწევს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს", - განაცხადა სპიკერმა.

 

მისივე თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული აშშ-ის პერსონალის, პარტნიორების და მოკავშირეების დასაცავად. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზარალის შეფასების მიზნით, შესაბამისი სამუშაობი ხორციელდება.

 

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.

 

სამნიაშვილი გუშინ დააკავეს. ამოქმედებული იყო „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით მოხდა ევროკავშირის მისიის ინფორმირება.

 

ოკუპანტები ოთარ სამნიაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მის განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

 

„10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე დღეს აქ ჩამოვედი, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ აშშ მათ გვერდით არის და რომ მსოფლიოს ახსოვს, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საოკუპაციო ხაზს როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ხარჯზე მისი ტერიტორიული საზღვრების შეცვლის მცდელობებს. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და შრომობს. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ. შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და გარდაცვალების ფაქტებით და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს. მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა მოჰამედ ჯავად აზარი-ჯაჰრომიმ აშშ-ის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მინისტრმა Twitter-ზე გააკეთა, მას შემდეგ რაც ტრამპი თეირანს 52 სამიზნის განადგურებით დაემუქრა.

 

„როგორც ისლამური სახელმწიფო, როგორც ჰიტლერი, როგორც ჩინგიზ-ყაენი! ყველა მაგთანს კულტურები ეზიზღებათ. ტრამპი კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტია. ის სულ მალე ისწავლის ისტორიას, რომ არავის შეუძლია დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის დამარცხება“, – წერს ჯაჰრომი.

 

5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ავიადარტყმებით დაემუქრა. ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

 

როგორც “გლობალპრესს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. “ვადასტურებთ, რომ დაკავებულია ერთი პირი.

 

მიმდინარეობს მუშაობას მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?