Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი იმასთან დაკავშირებით, უნდა აიკრძალოს თუ არა კონდიცირება შენობებში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, კონდიცირების აკრძალვა არათუ შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს, არამედ - შესაძლოა, საფრთხე გაზარდოს კიდეც.

 

„ეს გადაწყვეტილება შესაბამისი უწყებების მისაღებია, თუმცა, ჩემი აზრით, ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი კითხვის ნიშნები და პრობლემები:

 

1. ვირუსის გადაცემის გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა კონდიცირებასთან დაკავშირებით კორონავირუსის დადასტურებული გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი მსოფლიოში ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში. სხვა ასეთი ტიპის ინფორმაცია სამედიცინო ლიტერატურაში კოვიდთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს რისკი ძალიან დაბალია.

 

2. მთელ მსოფლიოში უამრაცი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

 

3. სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ასე ცალსახად გაცემული რეკომენდაცია კონდიცირების აკრძალვის შესახებ არ არის (ყოველ შემთხვევაში, არ იძებნება).

 

4. კონდიცირების აკრძალვა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს პირბადეების გამოყენების გაძნელებას - ერთი მხრივ, სიცხეში უფრო მეტად გართულდება სუნთქვა პირბადით და მეორე მხრივ, პირბადის დასველების რისკი ოფლით მოიმატებს, რაც ადამიანებს გაუძნელებს პირბადის გამოყენებას, ხშირად მოიხსნიან/მოკიდებენ ხელს პირბადეს. პირბადის გამოცვლა უფრო ხშირად გახდება აუცილებელი, რასაც ალბათ ნაკლებად გააკეთებენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება.

 

5. აფთიაქებსა თუ მაღაზიებში, სადაც მალფუჭებადი პროდუქტებია, კონდიცირების გარეშე ვერ შენარჩუნდება ოპტიმალური ტემპერატურა, რაც აუცილებელია წამლების თუ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად.

 

6. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, თუ ყველა შენობას ექნება ისეთი კონდიცირების სისტემა, რომელიც ჰაერის სრულ ცვლას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს სრულიად არარეალისტურია. ასევე, გამოსავალი იქნებოდა ჰეპა ფილტრების დაყენება, მაგრამ ესეც არარეალისტურია, კლინიკებისთვისაც კი. ორივე ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამას ქართულ რეალობაში დაწესებულებათა უმრავლესობა ვერ შეძლებს.

 

7. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს, რომ ხშირად გავაღოთ ფანჯრები და ასეც უნდა მოვიქცეთ. კონდიცირებულ შენობებში ხშირად გავაღოთ ფანჯარა/კარი, რაც გარედაც ჰაერის ცვლას უზრუნველყოფს და შენობაც გრილი იქნება კონდიცირების გამო.

 

8. აშშ-ის გათბობის, გაგრილების და კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციამ (ASHRAE), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა ამ მიმართულებით, გააკეთა განცხადება, რომ კოვიდთან დაკავშირებით უარი არ უნდა ვთქვათ კონდიცირების გამოყენებაზე: „ზოგადად, გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გამორთვა არ არის რეკომენდებული ღონისძიება ვირუსის გადაცემის შესამცირებლად („In general, disabling of heating, ventilating, and air-conditioning systems is not a recommended measure to reduce the transmission of the virus“).

 

9. თუ ჩვენ იმაზე ვწუხვართ, რომ კონდიცირებულ ოთახებში ვირუსის კონცენტრირება მოხდება, რადგან ფანჯრები ამ დროს დაკეტილია, ხოლო კონდიცირების დროს ჰაერის ცვლა უმეტეს სისტემებში ძალიან მინიმალურად ხდება, ზამთარში ჩვენ ზუსტად ამ სიტუაციაში უკვე ვიყავით, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეებში იყვნენ. ამიტომ, ამ მხრივ, დიდად არაფერი იცვლება.

 

10. კონდიცირების აკრძალვა გაზრდის ვენტილატორების გამოყენებას, რაც, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუ სწორად არ მოვახდენთ ვენტილატორის მიერ ჰაერის ნაკადის წარმართვას, შეიძლება ინფიცირებული ადამიანიიცავდნენ ადამიანები, ეს დიდან ვენტილატორის საშუალებით ჯანმრთელზე წვეთების (და ვირუსის) შეფრქვევას ხელი შევუწყოთ და თუნდაც დისტანციას სტანცია შემცირებული გამოვა. ამ დეტალების გათვალისწინება კი, ძნელად დასაჯერებელია, ადამიანებმა მოახერხონ.

 

11. მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის და ასევე, იმუნური პასუხის დაქვეითების გამო შეიძლება კორონავირუსით ინფიცრების რისკი, პირიქით, გაიზარდოს.

 

ამიტომ, კონდიცირების აკრძალვის თემასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი უნდა იქნას გათვალისწინებული და მხოლოდ შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული“ - წერს მაია ბუწაშვილი.

აზიის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებად სამხრეთ კორეას, ტაივანსა და ჰონგ-კონგს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთი დაუფასებელ მაგალითად ვიეტნამი რჩება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს.

 

97-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსს ჯერ არავინ ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი მხოლოდ 328-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად კი ვიეტნამს მილიონობით ჩინელი ვიზიტორი სტუმრობს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიეტნამი საშუალოშემოსავლიან ქვეყნად ითვლება, მისი ჯანდაცვის სისტემა კი მეზობელი ქვეყნების სისტემებს ჩამოუვარდება. ყოველ 10 ათას ადამიანზე ქვეყანაში მხოლოდ 8 ექიმი მოდის, მაშინ როდესაც სამხრეთ კორეაში ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია.

 

სამკვირიანი კარანტინის შემდეგ ვიეტნამმა აპრილში სოციალური დისტანცირების წესები მოხსნა. ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა ქვეყანაში ბოლოს 40 დღის წინ დაფიქსირდა. საწარმოები და სკოლები გაიხსნა, ცხოვრება კი ნორმალურ რიტმს უბრუნდება.

 

სკეპტიკოსები ვიეტნამის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობიან, თუმცა ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, რომ ოფიციალური მონაცემები სრულად შეესაბამება რეალობას.

 

„ყოველდღე დავდივარ საავადმყოფოებში და ვიცი, რომ გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა“, - აცხადებს პროფესორი გაი თვეიტესი, რომელიც ჰოშიმინის ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების განყოფილებაში მუშაობს.

 

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ვიეტნამის წარმატება მთავრობის დროულმა ზომებმა, კონტაქტების გამოვლენის ტაქტიკამ და მოსახლეობასთან ეფექტურმა კომუნიკაციამ განაპირობა. ვიეტნამმა ეპიდემიისთვის მზადება ჯერ კიდევ პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე დაიწყო, როდესაც ჩინეთი და ჯანმო აცხადებდნენ, რომ ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის „შემთხვევები არ დაფიქსირებულა“.

 

იანვრის დასაწყისში ჰანოის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს თერმოსკრინინგი უტარდებოდა და სურდოს მქონე მგზავრების განცალკევება ხდებოდა. პირველი 2 შემთხვევა ვიეტნამში 23 იანვარს დაფიქსირდა, 24 იანვარს კი ქვეყანამ უხანიდან ყველა რეისი აკრძალა.

 

1-ელ თებერვალს ვიეტნამმა ეპიდემია გამოაცხადა, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. თებერვალში ვიეტნამში შესვლა სამხრეთ კორეის, ირანისა და იტალიის მოქალაქეებს აეკრძალა, მარტში კი ქვეყნის საზღვრები ყველა უცხოელისთვის ჩაიკეტა.

 

ამის შედეგად სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მარტის ბოლოს ​კი კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო. 1-ლი მაისის მონაცემებით, კარანტინში საერთო ჯამში 70 ათასი ადამიანი მოათავსეს, კიდევ 140 ათასმა კი იზოლაციის პერიოდი სახლში ან სასტუმროში გაატარა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთი მისი კოლეგაა.

 

“24 საათის განმავლობაში დაემატა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, აქედან 2 არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო 9 არის გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი, 9-ს, მათ კონტაქტებს დაუდგინდა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. იქ, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას არ დავაზუსტებ. ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდდადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოები, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. სულ 11-ია. არის ორი, რომელიც დადასტურდა გუშინწინ და იმის 9 კონტაქტი”, - განმარტა გამყრელიძემ.

პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და 1 051 შეადგინა.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 23 376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 016 გამოჯანმრთელდა.

 

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა აღწერეს.

 

ქვეყანაში პირველი ინფიცირებული 4 მარტს აღწერეს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, სატრანსპორტო ღონისძიებები და ჰიგიენის დაცვის ნორმები უნდა გამკაცრდეს.

 

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ადამიანების განლაგების სტრატეგია შეიცვალოს.

 

ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ. მისი განმარტებით, ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ და ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

 

„ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ, რადგან ინფექციის განვითარების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვირუსი მოხვდება ჩემს ორგანიზმში. ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ - ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, შესაძლოა, ნაჭრის, კუსტარულ ნიღაბს რაღაც ვირუსის ნაწილი გაეპაროს, მაგრამ ვირუსის მცირე ნაწილს ორგანიზმის იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს და არ მისცემს მძიმე დაავადების განვითარების საშუალებას“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვპირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 757 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 24- ით გაიზარდა და 600 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.

 

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით კი, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ 138 პირი იმყოფება. დე ფაქტო სანიტარული სამსახურის მონაცემებით, ცხინვალში მთლიანობაში კორონავირუსის 39 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 31 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 8-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიკროავტობუსებში ავტობუსებისგან განსხვავებით, წესები სათანადოდ არ არის დაცული. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან, წესების დაცვაზე უნდა გააფრთხილონ.

 

„ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში პატიოსნად იყო დაცული წესები, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყელიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში და ჩაუტარდეს ტესტი.

 

„ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლაზე და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში.შემდეგ ყველა უნდა გაიტესტოს. დღეიდან ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები, სადაც საბაჟოს ეპიდემიოლოგები გადავამზადეთ ნაცხის აღების მეთოდოლოგიაში და ტარდება სწრაფი ტესტები. ეს ეხება ტრაილერის მძღოლებს, ვინც რჩება საქართველოში. ვინც ტრანზიტით გადის საქართველოში 6-8 საათის განმავლობაში, მას გაჩერების უფლება არ აქვს. მათ საპატრულო პოლიცია აცილებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 1500-მდე მძღოლია თვითიზოლაციაში ან კარანტინში.

 

საქართველოში კორონავირუსი 746 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 576 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს.

 

Sinovac პეკინის ბიოტექნიკური კომპანიაა და დაახლოებით 1000 მოხალიესე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების მე-2 ეტაპში იღებს მონაწილეობას. კომპანიის განმარტებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სულ მალე ტესტირების მე-3, დასკვნითი ეტაპი დაიწყოს. 

 

კითხვაზე არის თუ არა ვაქცინა წარმატებული, Sinovac-ის მკვლევარმა ლუო ბაიშანმა უპასუხა, - „დიახ, დიახ. 99%-ით ვარ ამაში დარწმუნებული“, - აღნიშნა მან.

 

კომპანიის ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობაა, რაც ვაქცინის ტესტირებას ეპიდემიურ ვითარებაში ართულებს.

ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

 

ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა.

 

„ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 360 ათასს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 360 860 ადამიანი ემსხვერპლა.

 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალურ მაჩვენებელს, მსოფლიოში ახალი ვირუსით 5 831 165 ადამიანია ინფიცირებული. ამასთანავე, მსოფლიოში კორონავირუსისგან 2 430 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » Май 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?