აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა იქნება. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტისთვის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიცემული ჩვენების დროს განაცხადა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლო მეორე ტალღის საფრთხის შემსუბუქება შესაძლებელი გახდება აგრესიული ტესტირების მცდელობებისა და ჯანმრთელობის დაცვის მზადყოფნით.

 

„როდესაც ამბობთ გაქრება თუ არა ვირუსი, ბევრჯერ მითქვამს ეს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს ძალზედ გადამდები ვირუსია. მომდევნო თვეების განმავლობაში სულ რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ ის, სავარაუდოდ, მეორე ტალღა იქნება სადმე მსოფლიოში, რაც საბოლოოდ ჩვენამდეც მოაღწევს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

მისივე განმარტებით, სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგება.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 200 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 80 897 ადამიანი კი გარდაიცვალა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.