113 წლის ესპანეთის ქალის უხუცესი ადამიანია, ვინც კორონავირუსის დამარცხება შეძლო. ამის შესახებ France 24 წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში დაბადებული მარია ბრანიასი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ვირუსით აპრილში, ესპანეთის ქალაქ ოლოტის მოხუცებულთა სახლში დაავადდა, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობს. მან ავადმყოფობა საკუთარ ოთახში, იზოლაციაში ყოფნისას. მასთან კონტაქტი მხოლოდ 1 მზრუნველს ჰქონდა, რომელიც ოთახში დამცავი კოსტიუმის გარეშე არ შედიოდა.

 

სახლის წარმომადგენლის თქმით, მარია COVID-19-სგან სრულად განიკურნა და თავს მშვენივრად გრძნობს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.