ირანელმა მეცნიერებმა შექმნეს სწრაფი ტესტი, რომელიც კორონავირუსზე პასუხს 30 წამში, 95%-იანი სიზუსტით იძლევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Mehr-ი ავრცელებს.

 

მისი ინფორმაციით, ტესტ-სისტემა ნანომასალების გამოყენებითაა შექმნილი. ახალ სწრაფ ტესტს კორონავირუსის გამოვლენა 95%-იანი სიზუსტით შეუძლია, მათ შორის დაავადების დაწყებით სტადიაზეც. ამასთან ერთად, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ტესტს ჯერ სერტიფიცირება არ გაუვლია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.