გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-19-ით 275 ექიმი და სოციალური მუშაკი დაიღუპა. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილთაგან 144 ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი, 131 კი სოცმუშაკია.

 

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კოვიდ-19-ით 32 692 ადამიანი გარდაცვლილა, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 226 ათასს აღემატება. გამოჯანმრთელდა 48 ათასზე მეტი პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.