ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა ეტაპზეა ჯანმოს საერთაშორისო კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად კორონავირუსის მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტიან მედიკამენტს დაადგენს. თამარ გაბუნიას თქმით, ფორმალური პროცედურები უკვე გავლილია. მან ასევე განმარტა, რომელი პაციენტები მიიღებენ კვლვევის ფარგლებში „რემდესივირს“.

 

„რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ახლა უკვე მიმდინარეობს ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი. 6 კლინიკა არის ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება მთავარი მკვლევარი ამ შემთხვევაში. ესენი არის ის ძირითად კლინიკები, რომლებიც აქამდე მართავენ კოვიდ-პაციენტებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პრეპარატი ჩამოვა საქართველოში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პაციენტი იქნება ისეთი, ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმს. ამ შემთხვევაში „რემდესივირი“ რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰოსპიტლური მკურნალობა. ჩვენი მოლოდინით ასეთი პაციენტი ბევრი არ უნდა იყოს და შესაბამისად, პროტოკოლის მიხედვით მოხდება მათი ჩართვა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.