იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.

 

უწყების მონაცემებით, 221 104 ინფიცირებულიდან 112 541 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 3 502 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 195 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსს 31 106 ადამიანი ემსხვერპლა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.