შეზღუდვების დაწესებისკენ დაბრუნება ძალიან დამთრგუნველი იქნება, ვინაიდან ძალიან ბევრს ვითხოვთ სწრაფად, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა. გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას რაღაც პერიოდი ვირუსთან ერთად თანაცხოვრება მოუწევს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის ეპიდემიის ახალი ტალღა. ვალდებულება გვაქვს საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ის, რასაც უკვე მივაღწიეთ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

გერმანიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, COVID-19-ის გავრცელების ტემპი გაიზარდა. რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქვეყანაში ერთი ინფიცირებულის მიერ სხვების დაავადების მაჩვენებელი - R 1.1-მდე გაიზარდა. თუ ეს ციფრი 1-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება მატულობს.

 

ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის გეგმა აუცილებლობის შემთხვევაში ზომების კვლავ გამკაცრებასაც ითვალისწინებს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.