საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 5-ით გაიზარდა და 652 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11 - ით გაიზარდა და 383 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394 პირი. საქართველოში კრონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.