იმ შემთხვევაში, თუ აფრიკაში სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, ერთ წელიწადში, შესაძლოა, 200 მილიონი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდეს, ხოლო 150 000 კი დაიღუპოს. აღნიშნულს ცხადყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მოდელირება.

 

„ჩვენი მოდელი ჯანდაცვის სისტემებისათვის პრობლემის მასშტაბებს უსვამს ხაზს. ეს ის შედეგია, რომელსაც მივიღებთ, თუ საკარანტინო ზომები არ იმუშავებს“, - განაცხადეს ანგარიშის ავტორებმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მოდელირება რეგიონის 47 ქვეყანაზე განახორციელეს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.