აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად.

 

„გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მზად გვექნება ვაქცინა ისეთი მოცულობით, რომ ამერიკაში და ამერიკის საზღვრებს გარეთ ვუმკურნალოთ ხალხს. იცით, თავდაცვის დეპარტამენტი პირველივე დღიდან ამ ბრძოლაში იყო ჩართული“, - განაცხადა მარკ ესპერმა.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მომდევნო ფაზას.

 

„ჩვენ ყველანი ამ ბრძოლაში ვიყავით ჩართულნი, ახლაც ამ ბრძოლაში ვართ და მომავალშიც ვიქნებით. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში“, - დასძინა მან.

 

აქამდე, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მონსეფ სლაუიმ განაცხადა, რომ წინასწარი კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე ის დარწმუნებულია იმაში, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ვაქცინის ასობით მილიონი დოზა მზად იქნება.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.