ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე ვმუშაობთ და შემდეგ კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები გვექნება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანციის დაცვა და სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შემდგომში არ შეიქმნას ის რისკები, რის შედეგადაც შეიძლება გახდეს მთავრობა იძულებული, დააწესოს საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ დავბრუნდეთ ისევ იმ სტატუსზე, რომელიც ჩვენ გქვონდა მარტვის თვეში.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.