ამირან გამყრელიძის განცხადებით, შიდა ტურიზმის განვითარება აუცილებელია, საქართველო მაქსიმალურად უნდა გავიცნოთ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს, ეს ჩემი პერსონალური დამოკიდებულებაა. მინდა, რომ ჩვენ ყველამ, საქართველო მაქსიმალურად უკეთ გავიცნოთ. წავიდეთ და ვიაროთ, რადგან შიგნით ინფექცია დიდი არ გვაქვს, ამიტომ სასურველია, რომ ყველა შიდა ტურიზმს მიეცეს მეტი. მას დამატებით არავითარი კვლევები არ სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ანუ ტემპერატურა და სხვა სიმპტომები ექიმს მივაკითხოთ ან ტელეფონზე დავურეკოთ, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.