ადამიანები არღევევნ თუ არა, კორონავირუსის გამო, სექსუალური კავშირის დამყარებისთან დაკავშირებულ გაცემულ რეკომენდაციებს? ამის დასადგენად დიდ ბრიტანეთის უდიდესმა გაცნობის ვებ-საიტმა ,,IllicitEncounters.com“ ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც 2000 მეტი ადამიანი გამოიკითხა.

 

კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხვის შედეგების მიხედვით ადამიანები შეიძლება დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

insider.com-ის ინფორმაციით, გამოკითხვისას ხუთი რესპოდენტიდან ერთი აცხადებდა, რომ საკარანტინო სექსის წესები დაარღვიეს.

 

ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოკითხული 2000 ადამიანიდან 400-მა განაცხადა, რომ არღვევენ სოციალურ დისტანცირების შესახებ გაცემულ რეკომენდაციასაც.

 

როგორც, ვებ-საიტის წარმომადგენლები ამბობებნ, წესების დამრღევევი ადამანების 52% აცხადებს, რომ სექსუალური კავშირის წესების დარღვევის გამო, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, 64% კი ამბობს, რომ კვლავ გააკეთებენ.

 

წესების დამრღვევების ნახევარის თქმით, სექსუალური კავშირი ქონდათ, იმ პარტნიორთან, რომლებსაც კარანტინის გამოცხადებამდე ხვდებოდენ.

 

მათგან, ვისაც სექსი ქონდა იმ პარტნიორთან, რომელთანაც არ ცხოვრობდნენ, მათი 61% -ი ამბობს, რომ საიდუმლო ადგილებში ქონდათ სექსუალური კავშირი, მაგალითად: პარტნიორის სახლში, მანქანაში და პარკის სკამზე.

 

გამოცემა, ასევე აღნიშნავს, რომ ნიუ – იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სტატიები და სახელმძღვანელო უსაფრთხო სექსის შესახებ, რომლის თანახმად, პანდემიის დროს მასტურბაცია ყველაზე კარგი ვარიანტია. მაგრამ ყველა ოფიციალური პირი არ იცავს მითითებებს. დიდი ბრიტანეთის ეპიდემიოლოგი, ნილ ფერგიუსონი, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ჩაკეტვის წესების დანერგვას, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საკარანტინო სექსის წესები დაარღვია მეუღლესთან.

Merab Tsaava
Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.