Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, პირი, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისვრის.

 

წინასაწარი ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მასთან მიმდინარეობს მოლაპრაკება. კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს.

 

„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი "სადახლოს" ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა „მეტამფეტამინი“ ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

გორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გორის პარკში სამართალდამცველებმა ორი კარავი გაშალეს. ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც კარავია გაშლილი, სამართალდამცველების მეთვალყურეობით მიწის გათხრა მიმდინარეობს.

 

არსებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი გორში ერთი თვის წინ მოკლული, ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა.

 

მითითებულ ლოკაციაზე შსს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების და ტექნიკის გამოყენებით ნიადაგის გეოსკანირება ჩატარდა. აღნიშნული გეოსკანირების საფუძველზე გამოიკვეთა გარკვეული ლოკაციები, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

თავდასხმა "ლელოს" ოფისზე. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცის ოფისი პარტიის წევრებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ.

 

ცოტნე დადიანის 16 ნომერში სამართალდამცველებმა იმუშავეს. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

 

როგორც შსს-მ განაცხადა, მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო. არის თუ არა დაკვებული ვინმე, ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.

 

"ლელოში" კი მომხდარის უკან პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავენ:

 

,,არ შევსულვართ ჯერ და არ ვიცით არის თუ არა რამე წაღებული მაგრამ ის, რომ კრიმინალები იქ არ ელოდებოდნენ ოქროს და ვრცხლს და შესაძლოა ეს ჩვენს პოლიტიკური საქმიანობასაც უკავშირდებოდეს" -  ამბობს კახა კოჟორიძე

თბი­ლის­ში, წავკისში ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შედეგად ორი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. მათ ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით აქვთ მიყენებული. ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი 30-წლამ­დე ასაკის მა­მა­კა­ცია. მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ასე­ვე დაჭ­რი­ლია ორი პირი, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფო სამედიცინო დახმა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

 

რო­გორც "გლობალსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით დაიწყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.

 

როგორც „GLOBAL PRESS“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ დაკავების ოპერაცია თბილისში, გამთენიისას, სასტუმრო "ალიანსში" ჩატარდა. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

 

ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის ახალი დეტალების შესახებ ,,მთავარი არიხი" ავრცელებს, როგორც ცნობილი გახდა, კონფლიქტი მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გელა თოფურია საკუთარი ეზოდან გამოდიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დააზიანა. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო. როგორც თოფურიას მეზობლები ამბობენ, ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას. სავარაუდოდ, მეეზოვემ დახმარების მიზნით ახლობლებს მიმართა, რის შემდეგაც თოფურიამ გაისროლა.

 

,,შვიდიდან ცხრა საათამდე დავინახე სამი კაცი ჭიშკართან, ჩაცუცქულები, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ჩასაფრებულები იყვნენ. მერე დავინახე, რომ გელამ გააღო ჭიკარი, შეცვივდნენ და დაიწყო გელას მიმართ ფიზიკური დაპირისპირება", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

მომხდარზე გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა. როგორც შსს-მ "მთავარს" განუცხადა, პოლიციაში შესაბამისი შეტყობინება არ შესულა.

კიევში, სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი „გალსკი“ დააკავეს და მისი დეპორტაცია განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

 

კიევის პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე კიევში დანაშაულებრივი ჯგუფების მართვას და გავლენათა სფეროების გადანაწილებას გეგმავდა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად.

 

„ბოროტმოქმედი, რომელსაც უკრაინაში შესვლა 2019 წლამდე აკრძალული აქვს, სამართალდამცველებმა კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დააკავეს. 1987 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე უკრაინაში სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით მოხვდა“, - განაცხადეს პოლიციაში.

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, ნუკრი „გალსკი“ სამი კვირის განმავლობაში ამყარებდა კავშირებს და საბითუმო ბაზრებისა და ბინის ქურდების დაჯგუფებების კურატორობას აპირებდა. ხვდებოდა დანაშაულებრივი სფეროს მაღალი წრის წარმომადგენლებს კრიმინალური ავტორიტეტების ე.წ. ქურდულ შეკრებებზე.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯეოსელის“ ოფისი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მოპარულია მობილური ტელეფონები. წინასწარი მონაცემებით, დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნის ჩადენილია.

 

როგორც „GLOBAL PRESS“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

სისხლიანი გარჩევა თბილისში - დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 18 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. პირველადი დახმარება დაშავებულს ადგილობრივმა აღმოუჩინა. მოზარდს სხეულზე დაზიანება ორ ადგილას ჰქონდა.

 

დაპირისპირება, რომელიც 18 წლის მოზარდის დაჭრით დასრულდა, პეტრიწის ქუჩის ოთხ ნომერთან დაიწყო. ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილებდა. ისინი ჯერ სიტყვიერად შეკამათდნენ, მას შემდეგ კი, რაც ჩხუბი ცენტრალურ გამზირზე ადგილობრივებისთვის შესამჩნევი გახდა, საქმის გარჩევა კორპუსების უკანა მხარეს, ბნელ ეზოში, ავტოფარეხებთან გააგრძელეს. კონფლიქტის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

 

ჩხუბის შემდეგ სისხლის კვალი რამდენიმე ადგილას დარჩა. ცივი იარაღით დაჭრილი ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. დაზარალებულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

 

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. არის თუ არა სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა გარკვეული, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

ქუთაისში ტექნიკის მაღაზია "ზუმერის" ფილიალი გაქურდეს. მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

 

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

 

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?