ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ ჩინელ სამხედრო „ჰაკერს“, 2017 წელს ამერიკული საკრედიტო ბიუროს - Equifax-ის წინააღმდეგ კიბერ-შეტევის საქმეზე ბრალი დასდო - ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა.

 

„ეს იყო ისტორიაში მონაცემების ხელყოფის ყველაზე დიდი შემთხვევა“, - განაცხადა უილიამ ბარმა.

 

მისივე თქმით, საქმეზე ბრალი ედება ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმის ოთხ წევრს.

 

2017 წელს ამერიკული საკრედიტო ბიუროზე განხორციელებული უმსხვილესი ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ჰაკრები Equifax-ის სისტემიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იპარავდნენ კომპანიის საიდუმლო ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს. მოპარულ ინფორმაციას შორის იყო მომხმარებლების სახელები, დაბადების თარიღები, მისამართები, სოციალური დაზღვევის ნომრები, ასევე, 200 000-ზე მეტი მომხმარებლის საკრედიტო ბარათის ნომრები.

 

კიბერშეტევისას, ამერიკელების გარდა, დიდი ბრიტანეთის და კანადის მოქალაქეები დაზარალდნენ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.