Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

 

როგორც მარიან ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება".

 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებული A ტიპის ვირუსს პანდემიის სახე არ აქვს.

 

"გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ტემპერატურა მაინც აიწევს, მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.

 

ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას - A,B, C,D ტიპის ვირუსებს. ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირსს. პანდემიური ის იყო 10 წლის წინ, როცა ის მსოფლიოში გამოჩნდა. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში“, - განაცხადა მარიან ივანუშამ.

 

მისივე განცხადებით, ვირუსებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია აუცილებელია.

 

„დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა - ოქტომბერ-ნოემბერი. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ. საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - განაცხადა ივანუშამ.

 

მისივე ინფორმაციით, ყოველწილიურად ევროპის რეგიონში 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით.

 

„ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც“, - აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?