Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

უახლოეს ორ წელიწადი ევროზონაში გადახდის ერთიანი სისტემა European payments initiative (EPI) ამოქმედდება. Euronews-ის ცნობით, ახალი გადახდის სისტემის მომზადების შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის და ნიდერლანდების წამყვანმა 16-მა ბანკმა განაცხადა.

 

პროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ გადახდის ახალი სისტემით European payments initiative (EPI) ყველა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე განხორციელდება საერთაშორისო გადარიცხვები.

 

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის გადახდის სისტემების სეგმენტში მონოპოლიური მდგომარეობა ამერიკულ კომპანიებს Visa-ს და Mastercard-ს აქვთ. ამიტომ ევროზონაში ცდილობენ ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ამ მონოპოლიას დაამარცხებს. ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი გადახდის სისტემა 2022 წლიდან ამოქმედდება.

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.

 

„Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას.

 

Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

 

Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

 

Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას აუქმებს, რაც მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო.

 

Wizz Air-ი ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.

ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ 59 ჩინური აპლიკაცია, მათ შორის TikTok-იც, აკრძალა, - ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

 

აღნიშნული აპლიკაციისთვის, უცხო ქვეყნებს შორის, ინდოეთი უმსხვილესი ბაზარი იყო.

 

ასევე, აიკრძალა Xiaomi-ს ვიდეოზარების პროგრამები. TikTok-ის მსგავსად, აღნიშნული კომპანიისთვისაც, ინდოეთი, გაყიდვების კუთხით, ლიდერი სახელმწიფოა.

 

დაბლოკილ აპლიკაციათა შორისაა Alibaba Group-ის UC Browser-ი და UC News-იც.

 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთმა, მსოფლიოში სიდიდით მეორე ინტერნეტ-ბაზარის მქონე ქვეყანამ, რომლის 1.3-მილიარდანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ინტერნეტის მომხმარებელია, ამდენი უცხოური აპლიკაცია აკრძალა.

 

ოფიციალური დელის განცხადებით, Android-ისა და iOS-ის პლატფორმებზე არსებული ზოგიერთი მობილური აპლიკაცია ბოროტად იყენებს ინფორმაციას და მომხმარებლების მონაცემებს უნებართვოდ აგროვებს სერვერებზე, რომელიც ინდოეთის საზრრებს გარეთ მდებარეობს. „ამ მონაცემების მოპოვება ინდოეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“ - აცხადებენ ოფიციალური პირები.

 

აპლიკაციების სრული სია ასეთია:

 

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა.

 

კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეცხრე თვეა არ ასრულებს. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე მისცა.

 

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების მფლობელი ყველა ბენეფიციარი მესაკუთრის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიას ორ კვირიანი ვადა განუსაზღვრა.

 

„შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს კი, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა“- აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეიდან კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. ამის შესახებ “გლობალპრესს” კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს.

 

მათი განცხადებით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, აღნიშნული ახალი რეგულაცია ეხება როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე - მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

 

“კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია იქნება გარანტი იმისა, რომ არსებული შეთავაზებები შენარჩუნდეს და მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას.

 

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კვლევის ფარგლებში, კომისიამ საცალო სეგმენტზე „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ვიონი საქართველოს“ არსებული შეთავაზებები შეისწავლა და დეტალური ანალიზი ჩაატარა მობილური მომსახურებების ბაზარზე აბონენტების საჭიროებების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი, ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს.

 

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, კომისიის თანხმობის გარეშე, მომსახურების ტარიფები შეცვალონ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამთვიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ​კოშკზე ასაასვლელად 11 წელზე უფროსებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. ამასთან, სტუმრები მხოლოდ პირველი 2 სართულის დათვალიერებას შეძლებენ. ლიფტების მუშაობა კი კოშკზე 1-ლი ივლისიდან აღდგება.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეიფელის კოშკი 13 მარტს დაიხურა.

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისიდან განაახლებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.

 

ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება. ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ.

 

შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება. დამატებითი ონფორმაციის ნახვა შესაძლებელია დელფინარიუმის ვებგვერდზე.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

 

თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

 

არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ.

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). ამის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

 

„რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, ვიდრე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

 

ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. ამ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე“, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

 

დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდებოდა.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციების შემოღება გახდა საჭირო, მათ შორის განთავსების ობიექტებისთვის. ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, ოთახების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს მოიცავს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველეზე განთავსების საშუალებები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას.

 

24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1 675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1 331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 581-მა კი განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

 

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება. სასტუმროების სია შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.

დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა, ამიტომ ყველაფერი მსოფლიოში ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 

„ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს, აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნესვიზიტორებისთის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გახდება საჯარო. ძალიან დაცული რეგულაციები იქნება, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარ და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც. რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები, დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება, ჩვენ ამას გავაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები. ეს ის ვითარებაა, როცა პირველი არის ჯანმრთელობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას, სრული მასშტაბით, არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი, რომ გაგვეხსნა ფრენები“, - განაცხადა მინისტრმა.

სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება ბიზნესთან შეთანხმების შედეგად მივიღეთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ბიზნესი წლების განმავლობაში ითხოვდა, მათ შორის, იყვნენ სუპერმარკეტების, საცალო ქსელისა და კვების ობიექტები.

 

„ეს მოთხოვნები ბიზნესიდან მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევჯერდით და დღეიდან ამ ინიციატივით წარვდექით საზოგადოების წინაშე. საგადასახადო ადმინისტრირებაში შესული ცვლილებებით, 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება. აქამდე, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის თაობაზე განცხადების განხილვა ფასიანი იყო და შეადგენდა 20 ლარს თითოეულ მიმართვაზე, რის გამოც რიგ შემთხვევაში, ბიზნესს არ უღირდა მომართვა. ერთ პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა ასეთი საქონელი, თეორიულად შეიძლება 600 ლარი გადაეხადა და ჯამში, შესაძლოა, ამ მოცულობის ჩამოსაწერი თანხა არ ჰქონოდა. ასევე, კვების ობიექტებს, ვისაც მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა, ჩვენ ვენდობით და თუკი მანამდე მათ უნდა შეენახათ გაფუჭებული სურსათი, ახლა ადმინისტრირების გამარტივების შედეგად მათ შეუძლიათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ აღნიშნული საქონელი. ასევე, ბიზნეს სუბიექტებს, ვისაც აქვთ ბუნებრივი დანაკარგები - ეს ეხება სუპერმარკეტებს, მათაც, ვისაც მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა, ვენდობით და ვაძლევთ შესაძლებლობას, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?