Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8661
EUR
3.19
RUR
0.0454
GBP
3.7821

არჩევნები, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ფასდებოდა, როგორც მშვიდი და არაფრით გამორჩეული, დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა. მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და შეიძლება ითქვას, ნორმებს არღვევდა, - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით, ხოლო არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა.

 

„ბევრი თვალსაზრისით ამ არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევაზე უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. საარჩევნო დისკურსმა - მედიის ხელშეწყობით - ამომრჩევლების უკიდურესი გახლეჩვა გამოიწვია და მათ არჩევანის გაკეთება “სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელსა” (რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკავშირდება) და „მილიარდერი ოლიგარქის კორუმპირებულ, უუნარო მმართველობას” (რომელიც ყოფილ პრემიერ - მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, უკავშირდება) შორის შესთავაზა. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომელსაც ამ ორი უკიდურესობიდან არც ერთი მოსწონს, წართმეული პოლიტიკური არჩევანის განცდა დაუტოვა. ორივე კამპანიის ლიდერები აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ნეგატიური, პოლარიზებული და ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ისინი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი მარია ფერნანდა ესპინოსა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 

"გულითადად ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტ ქალად აირჩიეს! ყოველთვის სასიხარულოა, ხედავდე როგორ იზრდება ხელისუფლებაში მყოფი ქალების როლი!", - წერს ესპინოსა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

 

„მსურს საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას.

 

ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რაც თქვენთვის ასე ძვირფასია და რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

 

გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია განაგრძოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებ შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

გრიგოლ ვაშაძის კამპანია ნეგატიური რიტორიკით ხასიათდებოდა. პირველი ტურის მსგავსად, კამპანია სატელევიზიო რეკლამებში ზურაბიშვილს კვლავაც მოღალატედ მოიხსენიებდა და მას რუსულ ინტერესებთან აკავშირებდა,- ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც არჩევნების მეორე ტურს აჯამებს.

 

როგორც NDI-ის ანგარიშშია ნათქვამი, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მთელი კამპანიის განმავლობაში მაღალი ხილვადობა ჰქონდა, თუმცა NDI აღნიშნავს, რომ სააკაშვილს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება.

 

„ვაშაძის კამპანია ასევე ნეგატიური რიტორიკით ხასიათდებოდა. პირველი ტურის მსგავსად, კამპანია სატელევიზიო რეკლამებში ზურაბიშვილს კვლავაც მოღალატედ მოიხსენიებდა და მას რუსულ ინტერესებთან აკავშირებდა და ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა. კამპანია აქცენტს კომპეტენტური ხელისუფლების საჭიროებაზე აკეთებდა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას აარიდებდა, ხოლო პრეზიდენტობა “უუნარო” „ქართული ოცნების“ მმართველობის ჩამოშლის გზაზე პირველი ნაბიჯი იქნებოდა. კამპანია ასევე მოიცავდა დაპირებებს პენსიის, მასწავლებლებისა და პოლიციელების ხელფასების გაზრდისა და იპოთეკურ სესხებზე პროცენტის დაწევის შესახებ. ეს დაპირებები გააკრიტიკეს, როგორც პოპულისტური და პრეზიდენტის მანდატთან შეუსაბამო. სააკაშვილს მთელი კამპანიის განმავლობაში მაღალი ხილვადობა ჰქონდა. იგი მედიაში ყოველდღიურად ჩნდებოდა და განცხადებებს აკეთებდა. მათ შორის იყო განცხადებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, როგორც ქსენოფობიური და ანტისემიტური. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება“,- ნათქვამია ანგარიშში.

საქართველომ პრინციპული არჩევანი გააკეთა - ეს იყო არჩევანი ძალადობის, ტყუილის, სიცრუის, ცილისწამების წინააღმდეგ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ოფისში დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

 

მდინარაძის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური წარსულზე უარის თქმა იყო. “ქართული ოცნებისათვის“ ეს არის კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში განვითარების ტემპები იყოს გაცილებით მაღალი. ჩვენთვის ეს არის გამოწვევა და უფრო მაღალი პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე იყოს ნაკლები გაჭირვებული ადამიანი“, - განაცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

 

ეგზიტპოლების მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანა გომეშმა განაცხადა.

 

„მიუხედავად ხისტი რიტორიკისა, რომელიც ყველას მიერ იყო გამოყენებული და მმართველი პარტიისა და მისი ოლიგარქი ლიდერის არადემოკრატიული მეთოდებისა, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ. სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ეს არჩევნები ევროპელ დიპლომატსა და საბჭოთა დიპლომატს შორის არჩევანი იყო. ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

“ეს ასევე იყო არჩევანი წარსულს, სააკაშვილს, რომლის რეჟიმი სასტიკი იყო ხალხთან მიმართებაში და “ქართულ ოცნებას” შორის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვის”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, “საზოგადოებაში ბევრი იმედგაცრუებაა, თუმცა სტაბილურობის ექვსი წელი არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება”. “ვინაიდან სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპის ნაწილი გავხდეთ, რაც ქართველების 80%-ზე მეტს სურს”, - აღნიშნა მან.

 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე კვირა ან თვე ყველაზე რთული იქნება.

 

“ჩვენ გაერთიანება გვჭირდება ამ ხისტი კამპანიის მერე. ძალიან ბევრი „ფეიკ-ნიუსი” იყო. ეს საბჭოური სტილის “ფეიკ-ნიუსი” იყო. მე КГБ-ს აგენტსაც კი მეძახდნენ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა შემდეგ უეცრად აღმოვაჩინე, რომ იყო ხალხი, ვისაც ამის სჯეროდა. თუმცა, ყველაფერი ეს წარსულში უნდა დავტოვოთ, უნდა დავწყნარდეთ და გაერთიანების პროცესი დაიწყოს”, - დასძინა მან.

არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ მის შედეგებს, - ამის შესახებ გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და მათთან მორალური და პოლიტიკური ვალდებულება არ აქვთ.

 

აღნიშნული განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში გააკეთა, სადაც მხარდამჭერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს მათი სამოქმედო გეგმა.

საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა; წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო, ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით, - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ეხება.

 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის დასკვნით, რომელიც პროცესს აანალიზებდა, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო და ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით ხასიათდებოდა.

 

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს. მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და შეიძლება ითქვას, ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ დამკვირვებლები.

 

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში ძირითადად მოწესრიგებულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.

 

„საუბნო საარჩევნო წევრები საკუთარ მოვალეობებს გამჭვირვალედ ასრულებდნენ. ამომრჩევლის აქტივობამ 56.23 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი ტურის მაჩვენებელს აღემატება. გამოვლინდა ხმის რამდენჯერმე მიცემის და ხმების დათვლის პროცესის მანიპულირების ერთეული, თუმცა სერიოზული შემთხვევები - რაც NDI-ის დამკვირვებლების მიერაც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების სრულყოფილი გამოძიება მართებს.

 

წინასწარი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის - “ძალა ერთობაშია” - კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - გრიგოლ ვაშაძემ - 40.46 პროცენტი მიიღო. ამ შედეგების სიზუსტეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.1, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.9 პროცენტი მიიღო. საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და საჩივრების განხილვამდე დელეგაცია ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ.

 

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დელეგაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

 

„ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევები გულდასმით და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ, რათა ამით მსგავს შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის ძლიერი და ცალსახა გზავნილი იქნას გაგზავნილი; ამომრჩევლების ნდობის მოპოვებისა და დემოკრატიულ პროცესებისადმი რწმენის განმტკიცებისთვის პარტიებმა კონსტრუქციული და საკითხებზე ორიენტირებული პლატფორმები უნდა შეიმუშავონ;

 

პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, პოლარიზაციასა და უნდობლობის საპასუხოდ მთავრობამ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს, სადაც სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი და შეთანხმება მოხდება;

 

მედია გარემოს პოლარიზაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რომ შეიცვალოს მოტივაციის სისტემა და მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ჟურნალისტიკის გაუმჯობესებაში. საერთაშორისო დონორებმა რეგიონული მედიისა და დამოუკიდებელი მაუწყებლების მხარდაჭერის გაზრდა უნდა განიხილონ;

 

პარლამენტმა უნდა გააძლიეროს მამხილებლების დაცულობა, რათა შევიწროების მსხვერპლნი ღიად საუბრისკენ წაახალისოს. მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნებამდე ამ საკითხებზე სამართალდამცავი ორგანოებისა და სადამკვირვებლო ჯგუფების თანამშრომლობის გაუმჯობესება;

 

პარლამენტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით საკმარისი ფინანსური რესურსი უნდა გამოუყოს; ასევე უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ საკითხებზე: შემოწირულობის რეგულაციების დახვეწა, რომელიც პარტიებთან ან საარჩევნო სუბიექტებთან არააფილირებულ შემომწირველებს მათ შემოწირულობასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულს გახდის; და აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების გაზრდა, რაც მას გამოძიების ჩატარების, მათ შორის - გამოუცხადებლობის შემთხვევაში სანქციების დაკისრების საშუალებას მისცემს“,- ნათქვამია NDI-ის განცხადებაში.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას ულოცავს.„ბელორუსისა და საქართველოს თანამშრომლობა ბოლო წლებში ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ურთიერთობის მყარ საფუძველს წარმოადგენს ურთიერთნდობა და ბელარუსი და ქართველი ხალხის ისტორიული მეგობრობა“, – ნათქვამია ლუკაშენკოს მილოცვის ტექსტში.

 

ბელორუსიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ასევე ჯანმრთელობას და მისი ჩანაფიქრების განხორციელებას უსურვებს.

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად მოველი ჩენს ქვეყნებს შორის ისედაც შესანიშნავი ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება“, - დაწერა ესტონეთის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ეს არის დიდი გამარჯვება. არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე, რაღაც 70-80%-იანზე", - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

"თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი რაღაცა საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე - 70-80%-იანზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა ეს არის დემოკრატია, ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და არის მზად დემოკრატიისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ მიუღია.

 

"სამწუხაროდ არა, ველოდები",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Декабрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?