Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა და ამის საშუალებით არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ის ახლა არ დაიწყებს პროგნოზების გამოთქმას და დაელოდება შედეგებს, თუ რა ვითარება იქნება. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღემ საკმაოდ მძიმედ ჩაიარა.

 

„დღეს „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით. ეს არის „ქართული ოცნების" სტილი. მე იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი არ დაემორჩილა ამ ზეწოლას და ყველა ადამიანს, როცა ისინი დარჩნენ საარჩევნო ყუთებთან, ჰქონდა საშუალება, რომ თავისი არჩევანი გაეკეთებინათ საკუთარი სინდისის კარნახის მიხედვით. ეს არჩევანი იყო ძალიან მარტივი უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. მე ყველა ჩვენს წარმომადგენელს, დამკვირვებელს, კომისიის წევრებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება, სამართლიანად მოხდეს ხმების დათვლა, არ მოხდეს ბიულეტენების გაბათილება მოგონილი მიზეზების საშუალებით. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით ინფორმაციას უბნებიდან, დაახლოებით ორ-სამ საათში პირველადი სურათი გვექნება",-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ჩვენი ოპონენტები გარდაუვალი მარცხისთვის თავის წინასწარ გამართლებას აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით ცდილობენ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 

თალაკვაძე ირწმუნება, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს.

 

“ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. მათი რიტორიკა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და გარდაუვალი მარცხისთვის თავის წინასწარ გამართლებას ამ გზით ცდილობენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან მთაწმინდაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოუწოდა და მიმართა, რომ თითოეულის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

“ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, არამედ დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვოთ. მივმართავთ “ქართული ოცნების“ აქტივსაც, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ნამდვილად არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში, რომელიც დილიდან მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ღირსეულ, დამაჯრებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ, ყველა ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს ითვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

 

მისივე შეფასებით, დღევანდელი არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ გედის სიმღერასავითაა.

 

„არ ვიქნები ბანალური და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს. ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა არის, როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხული და ზნეობრივ კომპრიმისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეგიძლია მოგიწიოს მურუსიძისთვის. მე არაფერს ვერჩი ბატონ ლადო კახაძეს, მითუმეტეს, ვიცნობ მას პირადად, უბრალოდ მე ბატონი შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ყველა, გარდა რომელიმე კანდიდატისა - დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას ბატონ შავგულიძესთან და მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ უნდოდათ ისტორიის გაყალბება. ისტორიის გაყალბებას ჰქონდა ადგილი და აწყობს დამახინჯებას, რომ თითქოს ბატონი მურუსიძე გახლავთ ფრთიანი ანგელოზი და ბატონი შავგულიძე ცუდი ადამიანი მაშინ, როცა თუნდაც წინა ხელისუფლების დროს იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ ყველა, ვინც დღეს მოვა და ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს დაუჭერს შავგულძეს. როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევები, შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ბოლო პერიოდს ითვლის მისი ხელისუფლებაში ყოფნისას. წესით, შუალედურ არჩევნებს საერთოდ არ უნდა მოჰყოლოდა ვნებათაღელვა ქალაქებში, თუმცა ჩვენ ვნახეთ რამდენი რამ იკადრა „ქართულმა ოცნებამ“. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ეს იქნება გედის სიმღერა „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა მელიამ.

 

მისივე შეფასებით, შალვა შავგულიძე გამარჯვების შემთხვევაში, „პარლამენტის პროდუქტიული წევრი იქნება“.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

 

მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში სულ 31 უბანი ფუნქციონირებდა. ჯამში აღნიშნულ ოლქში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

 

მთაწმინდელებმა დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს. შუალედური არჩევნების მეორე ტურში ორმა კანდიდატმა - #13 შალვა შავგულიძემ და #41 ვლადიმერ კახაძემ მიიღეს მონაწილეობა.

რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი.

 

"რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამგორის ოლქის ამომრჩეველი იყო უბანზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას ჩაინიშნავს და გადაამოწმებს. მივმართავთ მოქლაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 1 საჩივარი, რომელიც დაწერილია საია-ს მიერ და ეხება ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას.4

თუკი ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან ხელისუფლების შეცვლა დაიწყება - მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი ამას გააკეთებს, - ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ოლქის მეათე საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ის შვილთან ერთად მივიდა.

 

შავგულიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ არჩევნების შედეგი მხოლოდ მათი აქტიურობით განისაზღვრება.

 

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად. თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს ხელისუფლების შეცვლა მთაწმინდიდან დაიწყება. მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.

ხმა მივეცი მთაწმინდა-სოლოლაკის და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

 

„პირველ რიგში, ხმა მივეცი მთაწმინდა-სოლოლაკის განვითარებას, შემდეგ ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და რა თქმა უნდა, მივესალმები და მისასალმებელია, რომ არჩევნების მეორე ტური საქართველოს დედაქალაქში, ასეთ მნიშვნელოვან უბანში ასე მშვიდად, წყნარად მიმდინარეობს. დასრულდება და გაიმარჯვებს ღირსეული“, - განაცხადა გახარიამ.

შეშინებული ხელისუფლება პანიკაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ხოშტარიამ ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისივე მტკიცებით, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებია ასახული.

 

„შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებთან და ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს. მინდა წარმოგიდგინოთ ორი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირდაპირ უბნის წინ ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ შემოხაზოს 41. ეს ხდება მე-18 უბანზე. ეს ვითარება მეტყველებს მხოლოდ ერთზე - ხელისუფლება არის საშინელ პანიკაში. ჩვენ ყველა უბანზე მობილიზებული გვაქვს კამერა, ყველაფერს ვაფიქსირებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაშინებს. ასევე უბნების შიგნით ვართ ძალიან ძლიერად“, - განაცხადა ხოშტარიამ.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებაში კანონდარღვევას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დისტანცირება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, რეგულაციები წინა ხელისუფლების დროს მოიხსნა, თუმცა მმართველი გუნდი საკითხზე საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას იმსჯელებს.

 

„თუ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ამომრჩევლის მობილიზებაზე, ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ამ პრაქტიკით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებში. მთავარია, რომ ამომრჩევლის მობილიზებამ არ შეიძინოს რაიმე ტიპის ზეწოლის სახე და ეს უნდა ავირიდოთ თავიდან, თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ არანაირი ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება, უბრალოდ ხორციელდება ამომრჩევლის მობილიზება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი, რომ აქტივობა არის მნიშვნელოვანი და რაც მეტ ამომრჩეველს გამოიყვანენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნებზე, მით უკეთესია საარჩევნო პროცესისთვის, დემოკრატიული პროცესისთვის. ამის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს ოპონენტებსაც და ისინიც აკეთებენ და ჩვენც ვაკეთებთ ამას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზება და ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავთ. თუ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დისტანცირება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, ვიცით, რომ ამ კუთხით იყო საარჩევნო რეგულაციები დაწესებული და ეს რეგულაციები მოიხსნა წინა ხელისუფლების დროს. ამასთან, დაკავშირებით გვექნება მსჯელობა საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დისტანცია არ არის დადგენილი და ზოგადად, ამომრჩევლის მობილიზება კი აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი პრაქტიკაა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებასთან დაკავშირებით, კობახიძემ აღნიშნა: „მეორე ტურთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება პირველ ტურს, ვინ ახდენდა ასეთი პირების მობილიზებას, ეს შეგიძლიათ კარგად მოიკითხოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “იუმორისტულ ვიდეოს“ უწოდებს შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბში წარმოდგენილ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება, რათა შემოხაზოს 41.

 

ამასთან, როგორც თალკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ეპიზოდი უყურადღებოდ არ დარჩება.

 

“ქართულ ოცნებას“ შინდისფერი და ზოლიანი მაისური საარჩევნოდ არასდროს ჰქონია - ეს ხუმრობით. ყველამ იცით, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი მაისური და ლოგო“, - განაცხადა თალაკვაძემ და კიდევ ერთელ აღნიშნა, რომ ოპონენტები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.

 

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.

თუკი ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან ხელისუფლების შეცვლა დაიწყება - მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი ამას გააკეთებს, - ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ოლქის მეათე საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ის შვილთან ერთად მივიდა.

 

შავგულიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ არჩევნების შედეგი მხოლოდ მათი აქტიურობით განისაზღვრება.

 

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად. თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს ხელისუფლების შეცვლა მთაწმინდიდან დაიწყება. მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.

არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კეთდება გარკვეული უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს იმის ნიშანია, რომ მმართველი პარტიის ოპონენტები ემზადებიან-ხოლმე გარდაუვალი დამარცხებისთვის.

 

„შეფერხების გარეშე გაიხსნა 31-ვე საარჩევნო უბანი. რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. კეთდება გარკვეული უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები მთელი ამ წლების განმავლობაში. არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კეთდება განცხადებები და არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა. ამასაც მიჩვეული ვართ და ვიცით ეს რისი ნიშანიც არის. ეს არის ყოველთვის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ემზადებიან გარდაუვალი დამარცხებისთვის და როგორც ჩანს, ამასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება. დარწმუნებული ვართ, სწორ არჩევანს გააკეთებს მთაწმინდის ამომრჩეველი. კიდევ ერთხელ ჩვენი მოწოდებაა, რომ გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, რადგან აქტიურობა არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ყველა საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პროცესში ოპონენტების მხრიდან დაძაბულობის შეტანის მცდელობა იყო ელენე ხოშტარიას და ნინო გოგუაძის ცესკოში მისვლა.

 

„მათ შორის ვგულისხმობ ამასაც. არ ვარგა დაძაბულობის შეტანა პროცესში და ამის მცდელობასთან გვქონდა ჩვენ რეალურად საქმე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?