Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამომრჩევლის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, 31 პროცენტით მაღალია.

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებაში. მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ. 31 პროცენტით მაღალია მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით 10 საათის მდგომარეობით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გვინდა ამომრჩეველს აქტიურობისაკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისაკენ მოვუწოდოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სადამკვირვებლო მისია 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მოიცავს 19 აპრილიდან 20 მაისის პერიოდს და 4 აკრედიტირებული გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ, N56 ჭიათურის ოლქის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში გაწეულ სამუშაო შედეგს ეფუძნება.

 

ანგარიშის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობა მშვიდ, გამჭირვალე, სამუშაო გარემოში არსებული კანონმდებლობის დაცვით.

 

„საარჩევნო უბნებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის მონიტორინგისას, უბნებზე კომისიის წევრთა დასწრება იყო მაქსიმალური, მათ შორის, იყვნენ ხელმძღვანელი პირებიც (თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი), სამუშაო პროცესი იყო მშვიდი, კანონმდებლობის დაცვით ჰქონდათ გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი კედლის სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი (ასევე, გადასატანი ყუთის სეიბი რიგ უბნებზე), სამართლებრივი აქტები (შესაბამისი კომისიის განკარგულებები და დადგენილებები), საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობა, საარჩევნო უბნების საზღვრები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკონტაქტო ინფორმაცია, ასარჩევ კანდიდატთა სია, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსი, ხოლო რაც შეეხება სარეგისტრაციო ჟურნალს, მისი წარმოება მიმდინარეობდა დადგენილი წესის შესაბამისად (დახურვა და გახსნა, დოკუმენტაციის/განაცხადის მიღება და გაცემა).

 

მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზის მიხედვით, ერთი საარჩევნო უბანი არ იძებნებოდა, რადგან ოთახი, რომელიც უბანს ჰქონდა გადაცემული სკოლის მიერ გამოყენებული იყო სკოლის რესურსისათვის, ასევე, კონკრეტულ დღეს გამოკრული არ იყო ამომრჩეველთა ერთიანი კედლის სია, საოლქო და საუბნო კომისიის შემადგენლობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსი, თუმცა აღნიშნული ხარვეზები დამკვირვებელთა აქტიურობისა და რეაგირების საფუძველზე აღმოიფხვრა. ნიშანდობლივია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული აღნიშნული რისკ ფაქტორი არსებობს ნებისმიერ საარჩევნო უბანთან მიმართებით, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ამასთან „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ ანგარიშის თანახმად საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან პროცედურები წარიმართა თანმიმდევრულად კანონმდებლობის შესაბამისად.

 

„დაფიქსირდა ერთი მცირე ხასიათის ხარვეზი პროცედურების თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, რომელსაც გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესების წარმართვაზე. წილისყრის პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის დაცვით, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრის (პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პ/გ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ მიერ წარდგენილი პირები) მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი ანდა წილისყრით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი. რამოდენიმე უბანზე დაფიქსირდა მცირე ხასიათის ხარვეზი, რომელიც კომისიების მხრიდან დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა, კერძოდ, ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევა.

 

არჩევნების დღეს დამკვირვებლები კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას შეუზღუდავად ახორციელებდნენ და დამკვირვებლის საქმიანობაში ჩარევა ანდა ხელის შეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. N56 ოლქსა და ამავე ოლქში შემავალ 58 უბანზე არ დაწერილა არცერთი საჩივარი. საარჩევნო უბნების დახურვა და ხმების დათვლის პროცესი წარიმართა კანონმდებლობის დაცვით, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. შემაჯამებელი ოქმები შედგენილი იყო დადგენილი წესის დაცვით, რამოდენიმე შემაჯამებელ ოქმზე დაიწერა ახსნა-განმარტება და შესწორების აქტი. კენჭისყრის დღეს პროცედურები წარიმართა მშვიდად, გამჭირვალედ და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნავენ ორგანიზაციის დამკვირვებლები.

 

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ ანგარიშის მიხედვით ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ხელის შეშლის გარეშე წარმართვისათვის განისაზღვროს ისეთი ფართები, რომლებიც კომისიებისათვის გადაცემის მომენტისათვის სხვა დანიშნულებით არ იქნება გამოყენებული.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მარნეულის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 79,08% მიიღო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა ხმათა 11,06%, ხოლო აკმამედ იმამკულიევმა -7,73% მიიღო.

 

ცესკოს ინფორმაციით, დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს. მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, საიდანაც დათვლილია 81 უბნის მონაცემები.

ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ნომერ მე -10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მან ხმა მისცა ადამიანს, რომელსაც ასევე, მომავალი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

 

„ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმას მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, არათუ თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავიანთ აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა, - ასე შეაფასა გუშინ ჩატარებული შუალედური არჩევნები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოში ყოველთვის არჩევნების სტანდარტი იყოს უმაღლესი.

 

„საქართველოში გუშინ კიდევ ერთხელ ჩატარდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა კანდიდატებმა, რომელიც წარმოდგენილი იყვნენ „ქართული ოცნებიდან“. რაც შეეხება მთაწმინდას, იქ ჩატარდება მეორე ტური და ეს არის ნორმალური. ესაა, როგორც უნდა მუშაობდეს თავისუფალი არჩევანი, დემოკრატიული მაღალი სტანდარტი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურიც მთაწმინდაზე იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს ყოველთვის როგორც წინასაარჩევნო პროცესი, ასევე კონკრეტულად არჩევნების დღე დაუკავშიროს დესტრუქციას, დაუკავშიროს ზიზღსა და იმ რიტორიკას, რომელიც სრულიად მიუღებელია ყველასთვის. თუმცა, მე იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი რაღაც მომავალში საქართველოში ნაკლება იქნება. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოში ყოველთვის არჩევნების სტანდარტი იყოს უმაღლესი, ისეთი, როგორც შეეფერება ჩვენ ფასეულობებს, ჩვენ რწმენას და ჩვენ საერთაშორისო მისწრაფებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირველადი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ 41,28 %, ხოლო "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 36,72% მიიღო. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანია და აქედან უკვე დათვლილია 27 უბანი. მისივე თქმით, იკვეთება მეორე ტურის ალბათობა.

 

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,78%, ლევან იოსელიანი - 6,43%, კობა დავითაშვილი - 2,87 %, სოფიო ხორგუანი- 2,58 %, გრიგოლ გეგელია -3,11%.

საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო, რაშიც წვლილი აქვს ორივე მხარეს,, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

 

„როგორც მოგახსენეთ პირველი ტურის დროს, ჩვენ ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ვნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. შეიძლება გავუსვათ ხაზი დამატებით - მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და არ უყვართ როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი. მთაწმინდა შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით კარგად არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა ეს არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის, არჩევნებში უნდა გამოიხატებოდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა. „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა.

 

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი და უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები.

 

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,76%, ლევან იოსელიანი - 6,55%, კობა დავითაშვილი - 2,91%, სოფიო ხორგუანი - 2,64%, გრიგოლ გეგელია -3,14%.

პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,45% , ხოლო "გარეთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,75% მიიღო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე მეტი ვერ მოიპოვეს.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 

31-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე, დროულად გაიხსნა. ჯამში, აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

 

ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე აძლევენ, რომელიც მათთვის 19 მაისის არჩევნებისთვის გაიხსნა.

 

არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83% .

ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.

 

უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ყველა - 107 უბნის მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. რაოდენობრივად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 470, სანდრა რულოვსი - 24 095. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

 

19 მაისის არჩევნებზე ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი - 107 - სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში იყო გახსნილი.

 

მარნეულის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 79,6% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 28088 ხმა.

 

მეორე ადგილზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევია 11,49%-ით. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 7,54% მიიღო.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულში მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

 

მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

 

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 12 876 ხმა. მეორე ადგილს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე 34,26% - ით იკავებს.

 

მერობის სხვა კანდიდატებს შორის, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მოიპოვეს, ხმები ასე განაწილდა: „თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია 5,81%; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე 5,07%; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე 2,64%.

 

აღნიშნულ ოლქში სულ გახსნილი იყო 53 საარჩევნო უბანი.

 

ჭიათურის საარჩევნო ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებზე პირველ ადგილს ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%- ით იკავებს. რაოდენობრივად ეს არის 11 721 ხმა.

 

ხმათა 1%-ზე მეტი კიდევ მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო. ესენი არიან: ზურაბ კუპატაძე 17,99% და დავით ჭუმბურიძე 15,26%.

 

ცესკოს ინფორმაციით, ჭიათურაში სულ 58 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და ამ დროისთვის უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემი.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70 პროცენტი, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 პროცენტი მიიღო.

 

როგორც ხულოს 84-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ოლქში 22 საჩივარია შესული, აქედან 18 ოპოზიციას ეკუთვნის და ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

 

ხულოში სულ 54 უბანი იყო გახსნილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით, ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა „ქარული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,57% მიიღო.

 

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ეს არის 52 საარჩევნო უბნის შედეგი. ჯამში კი ზესტაფონში გახსნილი იყო 53 საარჩევნო უბანი.

 

მერობის სხვა კანდიდატებს შორის, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მოიპოვეს, ხმები ასე განაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ბაქარი ხიჯაკაძე 34,29%; „თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია 5,83%; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე 5,17%; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე 2,66%.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?