Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მივიდა. ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ისინი გეგა შენგელიას გამარჯვების გამოცხადებას არ შეეგუებიან. რულოვსის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ცესკოს ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან

 

.თუ მეორე ტური გამოცხადდება, რულოვსი მზად არის, მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, მაგრამ, თუ გეგა შენგელიას გამარჯვება გამოცხადდება, სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ბრძოლა გაფართოვდება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით არ წავა იმიტომ, რომ ის არ ატარებს არჩევენბს.

 

„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალიან მარტივად სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, ზუგდიდში ჩატარებული მაღალ დონეზე, ეს არნახული უპრეცენდენტო სადიზმის შეშინება და ზეწოლა. ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა, რომ ისევ ისინი გააგრძელებენ ტერორს, ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის. როგორც ჩანს, მათი ციფრებით, თითქმის, ნახევარმა დაგვიჭირა მხარი და ეს დიდი ჯარია. ჩვენ ამ ძალას აუცილებლად გამოვიყენებთ, ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება.

 

გავაგებინოთ მთელ საქართველოს, რომ ივანიშვილი მმართველობა არის ბანდიტური, კორუფციული და არაადამიანური. ეს მიგვიყვანს უფსკრულში, ეს არის ქვეყნის ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი ქცევა და აღმოვჩნდებით რუსეთის ხელში, ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა, ამიტომ ჩვენიო ბრძოლა გრძელდება. ივანიშვილის წინააღმდეგ მივდივართ ყველა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

სანდრა რულოვსმა ნიკა მელიას განცხადებები მოკლედ შეაფასა. მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა აზრი, მაგრამ საერთო აზრია, რომ საქართველოს მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანია.

 

"ყველა თანხმდება, რომ ეს კაცი უნდა მოშორდეს თავისი კლანით. ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოს მტერთან. ვინც შემიერთდება ამ ბრძოლაში, ძალიან გამიხარდება, ამ ტალღაში რომელიც გადაუვლის ივანიშვილის რეჟიმს," - ამბობს რულოვსი.

მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება , - ამის შესახებპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ყველა უბანი დათვლილია მთაწმინდაზეც. ჩვენმა კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 40.92% მიიღო ანუ შედგება მეორე ტური. მეორე კანდიდატი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა კობახიძემ.

მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება, მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა, აუცილებლად გაკეთდება უმოკლეს ვადებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერმა ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მადლობა ამომრჩეველს, ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის. მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას გადალახული. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა აუცილებლად გაკეთდება უმოკლეს ვადებში“,- აღნიშნა ბახტაძემ.

თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში და თუ იტყვიან, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო ეს არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება,- ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში საარჩევნო შტაბში განაცხადა.

 

რულოვსის თქმით, ის არჩევნების შდეგებს არ აღიარებს.

 

„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მითუმეტეს, მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია. ისინი ზეიმობენ იმას, რომ ხალხი დამარცხდა, რომ ისევ გააგრძელებენ თავიანთ ტერორს, ჯიბეების გასქელებას. ეს არის ქვეყნის ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი ქცევა და აღმოვჩნდებით რუსეთის ან რომელიმე ოლიგარქის ხელში. ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ველოდებით ოფიციალურ შედეგებს. თუ მეორე ტური გამოცხადდება მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში და თუ იტყვიან, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო ეს არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება“,- განაცხადა რულოვსმა.

ზუგდიდში გეგა შენგელიამ 54.08% მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“,- განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე ინფორმაციით, მარნეულშიც მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

 

„რაც შეეხება მარნეულს, დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“,- განაცხადა კობახიძემ.

 

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, შედეგები შემდეგნაირია:

 

"ზესტაფონში 52 უბანია დათვლილი. გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელი არის - 50.53%. ჭიათურაში - გივი მოდებაძის მაჩვენებელი არის 65.39%, ხულოს რაც შეეხება, აქ არის ყველა უბანი დათვლილი 67.1% არის ვახტანგ ბერიძის მაჩვენებელი", - განაცხადა კობახიძემ.

თინა ბოკუჩავა არ არის უფლებამოსილი, რომ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდეს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას გაძევებას. მიქელაძის განმარტებით, ბოკუჩავას უბნიდან გაყვანა საარჩევნო კანონდებლობის შესაბამისად მოხდა.

 

„საარჩევნო კანონდებლობით დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის უფლებამოვალეობანი. თინა ბოკუჩავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია როგორც წარმომადგენელი. საარჩევნო კანონდებლობის მიხედვით, ის წარმოადგენს თავის დამნიშნავ სუბიექტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი, რომ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდეს. ეს არის მხოლოდ საკანონდებლო მოთხოვნა და შესაბამისად, ამის გამო მოხდა თინა ბოკუჩავას უბიდან გაყვანა, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მელიამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს აღნიშნულ განცხადებაში , თუმცა განაცხადა, რომ არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.

 

„არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. რაღაცას თუ ვიტყვით, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება ეს, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება. სულ თავისუფლად შეგვეძლო რომ ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა, არ ვიცოდით რომ შუალედური არჩევნები იყო? ზესტაფონში ან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიგვეღო ვინ გვეტყოდა რატომ არ მიიღეთო. ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. მტკიცებულებები უნდა დავდოთ. 5 ათასი დამკვირვებელი ვართ და ხმებს ზუგდიდში ვერავინ გაგვიყალბებსო, ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას - ირაკლი კობახიძემ ამ დროისთვის დათვლილი უბნების მონაცემების შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველივე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატები იმარჯვებენ, თუმცა მეორე ტური მთაწმინდის ოლქში გაიმართება.

 

კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატს 54.08% აქვს მიღებული.

 

„ამ ოქმების მონაცემებით, 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას, შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეა შენგელიამ. მარნეულში დათვლილია 86 უბანი 90-დან, 78.75% ზაურ დარგალის მაჩვენებელია. ზესტაფონში 52 უბანია დათვლილია , ერთი უბანია დარჩენილი. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელი არის 50.53%. ჭიათურაში ბატონი გია მოდებაძის მაჩვენებელი არის 65.39%. დათვლილია 58-დან 48 უბნის მონაცემები. ხულოში ყველა უბანი დათვლილია. 67.1% არის ჩვენი კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის მაჩვენებელი. მთაწმინდაზე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები, ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა, ბატონმა ლადო კახაძემ, მაჩვენებელი არის 40.92%. ამ შემთხვევაში შედგება მეორე ტური მთაწმინდის ოლქში, კონკურენტი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ თალაკვაძე სულ რომ ლაპარაკობს, წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ის იყო ამის ნაწილი თავიდან ბოლომდე, ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რუსლოვსმა განაცხადა.

 

„ის იყო ჩემი ასისტენტი ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე და გრანტებს რომ ვპოულობდი საქართველოსთვის. ის იყო ჩემი ასისტენტი, აბა, ჰკითხეთ მაგას... რა სირცხვილია, აქ რომ ცდილობს ჩემს წინააღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას. ეს უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელი ერთად ვმუშაობდით, ამდენი სარეკომენდაციო წერილი მაქვს დაწერილი ამ ბიჭისთვის, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული, ხოდა ახლა ჩემს წინააღმდეგ წავიდა. მე დღეს შევიკავე თავი, აქ იყო, მეც აქ ვიყავი ანაკლიაში, დავინახე ეზოში, მაგრამ შევიკავე თავი, რადგან მშვიდად იდგა, მაგრამ ახლა რას მაიმუნობს იქ, შიგნით და რას მავნებლობს?! ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ ვაპატიებ. იმან მაინც უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან. ის უყურებს ახლა, ბიძინა როგორ ტაშს დაუკრავს, მე კიდევ მამოძრავებს ხალხი, რომლებსაც ცრემლები აქვთ თვალებში, როდესაც მაცილებენ და მეუბნებიან, რომ მათი ბოლო იმედი ვარ. ხოლო ის იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას ან პრემიერად დანიშნოს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს,- ასე ეხმაურება საქართველოში დღეს ჩატარებულ არჩევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

სააკაშვილმა 19 მაისის არჩევნებს ფარსი უწოდა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში თავისუფალი არჩევნები ვერ ჩატარდება.

 

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოში ჩატარებულ მორიგ საარჩევნო ფარსს. შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ივანიშვილმა თავხედურად მოიპარა გია ვაშაძის გამარჯვება და როცა ჩვენ ეს შევარჩინეთ მქონდა ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება ივანიშვილის პირობებში საქართველოში არჩევნების თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე. როდესაც სანდრამ გადაწყვიტა ზუგდიდში კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი, მას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდნენ გამარჯვების შესაძლებლობას,მაინც მხარი დავუჭირე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში და ბევრ ადამიანს გაუჩნდა ენთუზიაზმი, ბევრმა ირწმუნა თავისი ძალა, ბევრმა მოსინჯა თავისი ძალა, მათ შორის, ამ პოლიტიკურ რაუნდში. დღე დგება ისეთი შედეგი, როგორიც იყო მოსალოდნელი. ივანიშვილმა არჩევნები საქართველოში გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში. შეუძლებელია იმ ქვეყანში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა ტარდებოდეს ფორმალურად სწორი და დემოკრატიული არჩევნები“,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა აღარ იყოს.

 

„იმისთვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში ან ქვეყნის მასშტაბით, ამის ერთადერთი მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა არჩევნების ჩატარების ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ მოშორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში შეუთავსებელია“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ის სრულად უჭერს მხარს სანდრა რულოვსის მოწოდებას.

 

„მთლიანად მხარს ვუჭერს და ვუერთდები დღეს სანდრას მოწოდებას. არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას. ვუჭერ მხარს სანდრას მოწოდებას, გავიდეს და მოიაროთ თითოეული ქალაქის უბანი, მიხვიდეთ ყველგან, სადაც კიდევ დარჩა ხალხი. ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენი უნდა შევქმნათ ფართო პროექტი. ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ, ცინიზმს, უტიფრობას, ტყუილს “,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის დათვლის საშუალება მშვიდ ვითარებაში მისცეს.

 

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო, მივცეთ კომისიას მშვიდ გარემოში დაასრულოს თავისი საქმიანობა, ისევე როგორც ეს შეეფერება ჩვენს საარჩევნო გარემოს, იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც საქართველო ამკვიდრებს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, ყველა საარჩევნო ოლქში თბილისის გარდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.

 

„აქვე მინდა გითხრათ, რომ იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენთან არის მოსული, ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები . რაც შეეხება თბილისს, აქ ჩვენ სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური“, - აღნიშნა ბახტაძემ.

 

ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიის ყველა წარმომადგენელს და სამართლადამცველებს.

არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველი ტურში დავდებთ შედეგს, - ამის შესახებ ზუგდიდში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, უბნებიდან „ძალიან კარგი ციფრები მისდის“.

 

„არაფრით მეორე ტური არ გვინდა, პირველი ტური გვაქვს მოგებული. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები. ისინი არიან შეშინებულები, ჯერ აცხადებენ ხურჩას და სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად ყველგან ჩვენ ვართ წინ და ალბათ, ამიტომ აცხადებენ, რომ ყველგან მეორე ტურია. არაფრით მეორე ტური არ დაგჭირდება. ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს,“- განაცხადა სანდრა რუსლოვსმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?