Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

სავარაუდოდ, მთაწმინდაზე რამდენი უბანიც მოვიგეთ, იმდენი წავაგეთ და ამ შედეგებით, მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნოს, - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

 

როგორ მან აღნიშნა, ის უფრო კმაყოფილი მაშინ იქნებოდა, პირველივე ტურში რომ გაემარჯვა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ თუკი მეორე ტური დაინიშნება, აუცილებლად გაიმარჯვებს. მისი თქმით, "ევროპულ საქართველოს" ამის რესურსი აქვს.

 

"მე მგონი მე-20, მე-17 და კიდევ ერთ უბანი - სულ 3 უბანი მოვიგეთ. მაღალი არ არის განსხვავება "ოცნების" კანდიდატთან შედარებით, მაგრამ დაახლოებით, რამდენი უბანიც მოვიგეთ, იმდენი წავაგეთ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს და ვნახოთ, საბოლოოდ რა იქნება. სულ 4 თუ ხუთი უბანია და როგორც ვიცი, 3 უბანი მოვიგეთ, 2 კი წავაგეთ. ამ შედეგების მიხედვით, მაინც მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნოს. კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ დამენახა გამარჯვება პირველივე ტურში, მაგრამ არაუშავს, თუ იქნება მეორე ტური, ჩვენ გვაქვს ის რესურსი, რომ მეორე ტური გამარჯვებით დავასრულოთ", - განაცხადა შავგულიძემ.

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს.

 

დეპუტატი რამდენიმე პირმა უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც უბანზე აცხადებდნენ, დეპუტატს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ხმის დათვლის პროცესს დასწრებოდა.

 

„დამარეკინეთ ცესკოს თავმჯდომარესთან. დამესივნენ ზონდერებად ქცეული პოლიციელები. თქვენს მაგივრად მცხვენია. ივანიშვილი დასრულდება და თქვენ ისევ მოგიწევთ მუშაობა პოლიციაში. პარლამენტის წევრს აქვს ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება საქართველოს კონსტიტუციით. მე მაქვს პარლამენტარის საშვი და მაინც არ მიშვებთ უბანზე,“ - მიმართა სამართალდამცავებს თინა ბოკუჩავამ, რაზეც უბანზე მყოფმა პირებმა მიუგეს, რომ პარლამენტის საშვით შეუძლია პარლამენტის შენობაში შევიდეს, უბანზე შესვლას კი თავისი პროცედურები აქვს და მათი დაცვაა აუცილებელი.

პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე, მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.

 

დღეს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.

 

გარდა ამისა, დღესვე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდა. არჩევნების დღე გააშუქა 45-მა მედია ორგანიზაციის 1 917-მა წარმომადგენელმა.

 

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ სულ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, „ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში.

 

„გვინდა გაგაცნოთ პირველადი მონაცემები. შემოსულია ოქმის მონაცემები. წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია. ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ბატონი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგუილიძესთან“,- განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ზესტაფონის ოლქთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მონაცემები ჯერ არ იძლევა რაიმეს თქმის საშუალებას.

 

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, კობახიძის თქმით, ყველა ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს. კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების“ გამარჯვება შთამბეჭდვია.

 

“რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს არჩევნები ტარდება, ეს არის ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობა. ყველა ამ ოლქში ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის შთამბეჭდავი, ძალიან მარალი შედეგით დასრულდება არჩევნები“,- განაცხადა კობახიძემ.

იმ ოლქების უმრავლესობაში, სადაც მიმდინარეობდა შუალედური არჩევნები, არჩევნები დასრულდება პირველივე ტურში, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი წევრმა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მეორე ტურებთან დაკავშირებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ოლქების უმრავლესობაში, სადაც მიმდინარებდა შუალედური არჩევნები, არჩევნები დასრულდება პირველივე ტურში. არ შეიძლება გამორიცხვა რამდენიმე ოლქში მეორე ტურის, თუმცა წინასწარ ბუნებრივია, ძალიან გაგვიჭირდება თქმა. სულ მალე წამოვა უკვე შედეგები და შესაბამისად, რამდენიმე საათში ჩვენც და საზოგადოებასაც ეცოდინება ზუსტად რომელ ოლქებში დასრულდა არჩევნები პირველ ტურში, ხოლო სად გრძელდება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას შორის სოფელ კოკში, სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

 

სოფელ კოკში, სკოლასთან, სადაც 21-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, იმყოფებოდნენ თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ზარქუა. ამავე უბანზე მივიდა გაერთიანებული ოპიზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

 

როგორც სანდრა რულოვსმა დავით ნარმანიას მიმართა, მოწინააღმდეგე მხარისთვის მთავარია, რომ საარჩევნო უბანზე არ იყოს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი.

საქმე არ გვქონდა არჩევნებთან, საქმე გვქონდა სპეცოპერაციასთან, რომელსაც მათ შორის შს მინისტრი ხელმძღვანელობდა - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

 

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში ყველა ხედავდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. მისი თქმით, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია, რომელიც ადამიანების გატაცების, დაშინების და მოსყიდვის შესახებ ღიად საუბრობდა დღეს საარჩევნო უბანზე ისე გადაადგილდებოდა, თითქოს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი.

 

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება ზუგდიდში დიდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა და ამის დასტური იყო კოკში ჩასული დავით ნარმანია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი. ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების სპეცოპერაციის მიუხედავად არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერებს.

 

„მიუხედავად ზეწოლისა, ფაქტია, რომ არჩევნებს ზუგდიდში იგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და ამაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების პანიკური შეტევები საარჩევნო უბნებზე. საქმე არ გვქონდა არჩევნებთან, საქმე გვქონდა დაგეგმილ სპეცოპერაციასთან, რომელსაც მათ შორის ხელმძღვანელობდა შს მინისტრის.

 

ასევე ადმინისტრაციული რესურსი, კოკი ახსენეთ, დავით ნარმანიადან დაწყებული რომელსაც 15 000 ლარს ხელფასს უხდიან და ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს, როცა ამ ადამიანზე სისხლის სამართლის საქმეები უნდა იყოს აღძრული, იმიტომ რომ გაძარცვა თბილისი, ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდებოდა და ალბათ ფულიც ჰქონდა ჩამოტანილი და ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე გიორგი ბაგრატიონი ,რომელიც არის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და გადაადგილდებოდა კოკში, ეს ხალხი აქ ტურისტებად კი არ ჩამოვიდნენ. ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო და ვნახეთ, როგორ გადასცემდნენ ფულს ხელიდან ხელში, არჩილ თალაკვაძემ საბოლოო ჯამში გვითხრა, რომ ვიღაცა ვიღაცას სიგარეტის ფულს აძლევდნენ. რაღაც ნოუ ჰაუ მოიფიქრეს, მთელი დღე სიგარეტის კოლოფში ჩადებულ ფულს გადასცემდნენ ამომრჩევლებს,"-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვიწყებთ სტრატეგიას რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად, - ამის შესახებ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევენებში, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ხმების გაბათილების საშუალება არ მისცენ.

 

„ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, ჩვენ დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში, ასევე მეორე ტურს ველოდებით რამდენიმე რაიონში, მაგრამ ახლა მთავარი არის და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და დამკვირვებლებს: ვიწყებთ სტრატეგიას, რომელზეც დიდხანს გვაქვს ნამუშევარი - სტრატეგია რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად. შეგახსენებთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს 1500 ბიულეტენი გაგვიბათილა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ბიულეტენი ტყუილად გააბათილონ. მათი დავალება არის, რომ ჩვენი ხმები გადაყარონ. ჩვენთვის მთავარია თითოეული ბიულეტენის დათვლა და თითოეული ხმის მიტანა საბოლოო ოქმში. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ დღის განმავლობაში აღვკვეთეთ არაერთი უკანონო და უმსგავსო ქმედება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ ზუგდიდში და არამარტო ზუგდიდში, ასევე ზესტაფონში და მარნეულში ჩადიოდა, ეს შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან: მოსყიდვა, დაშინება, კორიდორი საარჩევნო უბნებთან, რომ ხალხზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ. დარწმუნებული ვართ, რომ ამან თავისი შედეგი ვერ გამოიღო. ასე რომ, გამარჯვების დაფიქსირებამდე ძალიან ცოტა დარჩა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, მეორე ტურის ალბათობა შემცირდება.

 

„რა თქმა უნდა, არის მეორე ტურის ალბათობა, მათ შორის ორ ოლქში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლებას, რომ თუ იქნება მაღალი აქტივობა, თუ გააქტიურდებიან ჩვენი მხარდამჭერები და ზოგადად ამომრჩევლები, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებია მეორე ტურის ჩატარების შანსი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

კითხვაზე, რომელი ორი ოლქია, სადაც შუალედური არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი და გულისხმობს თუ არა მამუკა მდინარაძე ზუგდიდს და თბილისს, მდინარაძე პასუხობს, რომ წინასწარ ზედმეტი პროგნოზების გაკეთება საჭირო არ არის.

 

მდინარაძის განმარტებით, საღამოს გარკვეული მონაცემები უკვე ექნებათ და როგორც კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ, მედიას და საზოგადოებას მიაწვდიან. ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ამ დროის ინფორმაციით, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

 

მან რამდენიმე დარღვევა გამოჰყო, რომელიც საია-ს დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესში დააფიქსირეს.

 

„20:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნაწილის ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატებოდა ზუგდიდის ოლქში ამომრჩევლების ნების კონტროლში და ყველა სხვა ოლქის მასშტაბით ასევე საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე შემაშფოთებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. თავის განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ-გამოცემა presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავება. როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი წინაპირობა, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ჩვენ ვაპირებთ, ამ საკითხს მივადევნოთ თვალი.

 

საია-ს დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს, 14:00 საათის შემდეგ კვლავ იყო პრობლემები და ორ უბანში გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო ხმის მიცემის პროცესი“, - განაცხადა სალაძემ.

 

მისი თქმით, ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას სულ 7 საჩივარი წარუდგინა.

 

„14:00 საათის შემდეგ საია-მ საარჩევნო ადმინისტრაციას ერთი საჩივრით მიმართა, რომელიც ზუგდიდის ოლქის N83 უბანზე განმეორებით ხმის მიცემას შეეხებოდა. ამ დროისთის ხმის მიცემის ეტაპზე ჩვენ სულ 7 საჩივარი გვაქვს წარდგენილი. დამკვირვებლები უბნებზე რჩებიან და აგრძელებენ დაკვირვებას, ხვალ კი შესაძლოა, საჩივრების მეტ რაოდენობაზე ვისაუბროთ, გააჩნია, თუ როგორ წარიმართება ხმების დათვლა“, - განაცხადა სალაძემ.

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არჩევნების მიმართ. ხელისუფლება მყარად დაადგა იმ გზას, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს არჩევნებზე წარმატებას, - ასე აფასებს ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე არჩევნებსა და კენჭისყის დღეს.

 

როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, მეორე ტური გამორიცხული არ არის, თუმცა „მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ“.

 

„მინდა მადლობა ვუთხრა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მომცეს, მხარი დამიჭირეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მე არ დამიჭირეს მხარი, მაგრამ მოვიდნენ არჩევნებზე და მონაწილეობა მიიღეს, ვინაიდან საზოგადოების აქტიურობა არის დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი.

 

ხელისუფლება იყენებს ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიც არის: ამორჩეველზე ძალადობა, დაშინება, მუქარა, პირდაპირ ცემა-ტყეპას. არის ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ცილისწამების, „შავი პიარის“ გამოყენების ფაქტები და ა.შ. ასეთი მიდგომა ხელისუფლებამ უკვე გამოავლინა განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამიტომაც მიიღო ასეთი ნეგატიური შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. იგივე ვნახეთ ჩვენ შუალედური არჩევნების კამპანიის პერიოდშიც“,-აცხადებს შავგულიძე

 

. მისივე თქმით, ხელისუფლების მსგავსი მიდგომების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაში გამოჩნდა „პასიური პროტესტი“, რადგან მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტიურობა არცთუ ისე მაღალი იყო. მან ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ პასიური პროტესტი ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი არ არის.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ნინო ლომჯარია ყველა პირს მოუწოდებს, დარღვევების შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდნენ.

 

„სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს შუალედური არჩევნების მიმდინარეობას.

 

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. მათ არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებას.

 

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლებს; ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81“, - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?