Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9781
EUR
3.3
RUR
0.0467
GBP
3.8549

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კითხვას ირონულად პასუხობს და აცხადებს: „ალბათ სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და ამიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი“.

 

კახა კალაძის თქმით, საიას-ს განცხადება მისთვის გაუგებარია.

 

„გაუგებარი იყო საია-ს განცხადება, შემაშფოთებელი უწოდა და ასევე თვითონ განცხადებაში საუბრობდა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი განცხადებები“, - აცხადებს კახა კალაძე.

 

საია-ში მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.

 

„კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 55 საჩივარი, აქედან 26 ზუგდიდზე, ხოლო 17 მარნეულზე მოდის.

 

„ამ დროის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 55 საჩივარი. აქედან ზუგდიდში - 26, მარნეულში - 17, ხულოში - 7, ზესტაფონში - 4 და ოზურგეთში - 1 საჩივარი დაფიქსირდა. ეს საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხასიათის ხარვეზებს.

 

მაგალითად, ზუგდიდის 97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა, პოლიცია გამოეძახებინა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

 

ამასთან, ცესკოს განმარტებით, საარჩევნო უბანზე კომისიების წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები და მათი იდენტიფიცირება ბიულეტენების გაცემამდე ხდება.

 

„საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობების დამადასტურებელი მოწმობები და მათი იდენტიფიცირება ხდება ბიულეტენების გაცემამდე. ამასთან, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილია რამდენიმე საათი.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეულ ამომრჩეველს მოუწოდებს, იაქტიუროს, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

არჩევნების გაყალბების მცდელობა ან გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდელებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ნაბიჯი რჩება გამარჯვებამდე.

 

„ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს. ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, მოდიან საარჩევნო უბნებზე და მასიურად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს. ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი „ოცნება“, ე.წ. „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაკუჭული ფული, რომელსაც ისინი მოყვანილ ხალხს უხდიან. სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებული არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ და ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი შს მინისტრი სასწრაფოდ ჩამოქანდა სამეგრელოში. უზარმაზარი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, ხალხს, რომლებმაც დღეს აღკვეთეს გაყალბების უამრავი მცდელობა მათ შორის, „კარუსელის“, მოსყიდვის ფაქტები“,- განაცხადა ვაშაძემ.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ეფექტურად აკონტროლებს თითოეულ უბანს.

 

„ეფექტურად ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად გააგრძელებენ ამ მუშაობას და გთხოვთ, ერთი წუთით არ შეანელოთ ის პროფესიული აქტივობა, რასაც დილიდან ეწევით. ასევე გააგრძელეთ ეს ხმების დაცვის პროცესში, იმიტომ რომ 4 ნაბიჯი გვრჩება გამარჯვებამდე. განსაკუთრებით მინდა ყველას ვუთხრა, არჩევნების გაყალბების მცდელობა ან გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას. აუცილებლად მოგეკითხებათ ამაზე პასუხი“,- განაცხადა ვაშაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, ყველაფერი არის ნორმალურად, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა, სადაც ამ წუთებში იმყოფება.

 

მინისტრის თქმით, საარჩევნო უბნებზე „მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“.

 

„მე დღეს დილით ადრე მივეცი ხმა მთაწმინდის არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება - მარნეულიდან დაწყებული, ზესტაფონი, ჭიათურა, ახლა ვარ აქ, გავაგრძელებ ზუგდიდისკენ. ზუგდიდში პირდაპირ იმიტომ არ, რომ აქეთა მხარესაც ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. ამიტომ აქ გავჩერდით ცოტა ხნით და ახლა წავალთ ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება აირჩიონ საკუთარი ქალაქის მერი.ასევე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში - ჩვენ მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ წევრები 2018 წელსაც შრიალებდნენ და აშინებდნენ მოქალაქეებს ვითომდა იმ არეულობით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

 

ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია სწორედ რომ შეტევაზეა გადასული, რადგან ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ და მიხეილ სააკაშვილმაც თავის მიმართვაში ეს თქვა.

 

„2018 წელი მინდა გაგახსენოთ, როდესაც ე.წ. “ქართული ოცნების“ ნებისმყოფელები მთელი კამპანია შრიალებდნენ და აშინებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ვითომდა იმ არეულობით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს. "გაერთიანებულ ოპოზიციას" ვერ ამბობენ, ძალიან მწვავედ, მეგრული წიწაკასავით აჯდებათ ენაზე. არაფერი იქნება რაც კანონის ფარგლებს გარეთ გადის, მაგრამ ჩვენ ჩვენ უფლებებს დავიცავთ. ეს იყო, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ამასთან, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათ ხელისუფლება მხოლოდ „რაღაცას აბრალებს“ გაერთიანებულ ოპოზიცია კი ფაქტებს დებს - ვიდეოჩანაწერენს, სიებს და ა.შ.

ზუგდიდში არანაირი სპეცრაზმი არ არის მობილიზებული. რაც ზუგდიდში ხდება, ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

 

მისი თქმით, სამართალდამცავებს მყისიერი რეაქცია აქვთ ყველა მცირედ გადაცდომაზეც კი.

 

„არანაირი სპეცრაზმი ზუგდიდში არ არის მობილიზებული. არის საკმარისი რაოდენობის პოლიცია იმისთვის, რომ უზრუნველყონ წესრიგი. როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველ სამ ამომრჩეველზე ერთი აქტივისტი ჰყავს ჩაყვანილი და ღიად აცხადებს, რომ მათი მიზანი არის არეულობის მოწყობა, ცხადია, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაამყაროს წესრიგი და ეს წესრიგი რომ მყარდება, ამას კარგად ვხედავთ მთელი დღის განმავლობაში. მართლაც, უმცირეს გადაცდომაზეც მყისიერი რეაგირება აქვს პოლიციას და მაშინვე ხდება სიწყნარის და სიმშვიდის დამყარება. დაკავებულია ყველა ის ადამიანი, რომელსაც თუნდაც უმცირესი გადაცდომა ჰქონდა. ზუგდიდში არანაირი სპეცრაზმი არ არის მობილიზებული. რაც ზუგდიდში ხდება, ხდება ყველაფერი კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

პრემიერის მრჩეველმა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ დაფიქსირებულა, გარდა ნიკა გვარამიას მიერ პირდაპირ ეთერში ჯილდოდ დაწესებული 1000 ლარისა.

 

„დღის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, ოღონდ ეს დარღვევა არის პროცედურული ხასიათის. ყველაფერზე იყო აბსოლუტურად რეაგირება. რეაგირება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მხრიდან, ისევ და ისევ, სადაც იყო ოდნავ მაინც გადაცდომა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოდიოდა, იქ უკვე სამართალდამცავებმა გააკეთეს რეაგირება. რაც შეეხება მოსყიდვის ფაქტებს და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოგონილი ჭორები, რომელზეც ვერცერთი ფაქტი ვერ დასახელდა. ერთადერთი, თუ ვლაპარაკობთ მოსყიდვის მცდელობაზე, ასეთად შეიძლება ჩავთვალოთ ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ოღონდ ვინმემ რამე მომიტანეთ და 1000 ლარს გადაგიხდითო. აი, ეს არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში,”- დასძინა სოზარ სუბარმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხმის მიცემის შემდეგ, იმ რეგიონებში გაემგზავრა, სადაც არჩევნები მიმდინარეობს. ამჟამად მინისტრი სამეგრელოში, სენაკში იმყოფება, სადაც მან მედიასთან საარჩევნო პროცესში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

„მე დღეს დილით ადრე მივეცი ხმა მთაწმინდის არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება - მარნეულიდან დაწყებული, ზესტაფონი, ჭიათურა... ახლა ვარ აქ, გავაგრძელებ ზუგდიდისკენ. ზუგდიდში პირდაპირ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ აქეთა მხარესაც ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. ამიტომ აქ გავჩერდით ცოტა ხნით და ახლა წავალთ ზუგდიდში.

 

რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება აირჩიონ საკუთარი ქალაქის მერი. ასევე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში - ჩვენ მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყალშია ყველაფერი გადაყრილი ჩვენს რეპუტაციასთან ერთად და ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ ისეთი დასკვნები წამოვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის დაკავების შესახებ განაცხადა.

 

„ჟურნალისტი დაკავებულია, პარლამენტის წევრები გავარდნენ გამოსახსნელად. ასეთი სპეცოპერაცია ჩაატარეს 2018 წელს, ჩაატარებენ კიდევ ერთხელ და საქართველო აღმოჩნდება იქ, სადაც არავის გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ, სადაც ჩვენ გვეტყვიან, რომ დაივიწყეთ ყველა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნები იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ დემოკრატია და არ იქნებით არასდროს, როცა თქვენი შს მინისტრი არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი. ამოუვიდა ყელში საქართველოს მოქალაქეს ამ კლოუნების ყურება. 2012 წლიდან არც ერთ ინტერვიუში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე კრიტიკული სიტყვა მეთქვას ამ ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ უზარმაზარი მიღწევა იყო ქართველი ერის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. წყალშია ყველაფერი გადაყრილი ჩვენს რეპუტაციასთან ერთად და ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ ისეთი დასკვნები წამოვა“,- განაცხადა ვაშაძემ.

 

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს.

არჩევნების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვას.

 

„ვთვლი, რომ არჩევნების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა მხარე და მით უმეტეს, პოლიტიკოსები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ საჯარო განცხადებებს, რომელსაც ისინი აკეთებენ, იმისთვის, რომ არჩევნების დღეს რაიმე სახის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი. ყველას და ამ ქვეყნის ინტერესია, არჩევნებმა ჩაიაროს რაც შეიძლება მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე. მნიშვნელოვანია ამის უზრუნველყოფა და ამაზე პასუხისმგებლობა შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, მაგრამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, არჩევნებში მონაწილე მხარეებმა თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას. სადაც ფიქსირდება ხარვეზები და დარღვევები, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება და სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პროცედურებით მათი აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რაიმე სახის მოწოდებები არ გაკეთდეს, რომელიც დაძაბულ ვითარებას, განსაკუთრებით დიდ რეგიონებში, უფრო დაამძიმებს“, - განაცხადა ბენიძემ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მიმართა.

 

„ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, “ქოცების საქმე მაინც ცუდად არის“.

 

„თუ რაიმეზე ხელი წაუცდებათ, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას - მეტი საქმე არა მაქვს, ექვსი თვე ვიღაცის დასკვნას ველოდო", - განაცხადა სააკაშვილმა.

განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს თბილისელებს, ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, რათა მთაწმინდაზე არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

კალაძის თქმით, ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს.

 

მისივე განცხადებით, მოქალაქეები აქტიურად მიდიან საარჩევნო უბნებზე და საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ.

 

„განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს თბილისელებს, ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიურეთ, რათა მთაწმინდაზე არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ. ამისთვის, თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქვე, მივმართავ ჩვენს აქტივს. პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმისთვის, თქვენი შრომა ფასდაუდებელია! დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი და ჩვეულ რეჟიმში, მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება ე.წ. ფოტოსურათებიან სიებს, კახა კალაძე ამბობს, რომ სიებს ცესკო ყველა პარტიას ურიგებს, კალაძის თქმით, ის პირად ნომერს არ შეიცავს და მისი გამოყენება საარჩევნო კოდექსის თანახმად, სრულიად კანონიერია.

 

„მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, ჩვენს თანაგუნდელებს, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, იმუშავეთ მშვიდად, ღიად და თავისუფლად. თუკი ვინმე ხელის შეშლას ეცდება, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს. მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, გავაკეთოთ მობილიზაცია და სულ მალე, კიდევ ერთხელ, ღირსეულად გავიმარჯვებთ !“,- განაცხადა კალაძემ.

სამართალდამცავებმა ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას“ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

 

"აიტივის" ჟურნალისტი, სუზი მიკირტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მათ ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

 

"აიტივის" ჟურნალისტს სამართალდამცავებმა არც მაშინ უპასუხეს, როდესაც მან კაპანაძის დაკავების მომენტში, მიზეზებზე პოლიციელებს კითხვები დაუსვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი არეულობის ფასად დაიბრუნონ ხელისუფლება, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი.

 

„კიდევ ერთხელ, დღეს საღამოს ისინი მწარედ წააგებენ. ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, რაც ვნახეთ ჩანაწერებში, კარგად ჩანს, რომ მათი მიზანი კიდევ ერთხელ არის არეულობა ქვეყანაში, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. როდესაც ლაპარაკია ძალების მობილიზებაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გარკვეულწილად კანონის ფარგლებში ჯდება და ფორმულირება შეიძლება ასეთი გააკეთონ, მაგრამ როდესაც ისინი ლაპარაკობენ, რომ ისინი გადაკეტავენ გვირაბებს, როცა ლაპარაკია, რომ მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრი, რასაც სააკაშვილი ამბობს, აქ კარგად ჩანს მისი მიზანი, მოაწყოს რამენაირად არეულობა და ამ არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. სააკაშვილი იმუქრება ყოველდღიურად, რომ ის დაბრუნდება თუმცა ბოლო 6 წელია კარგად ვხედავთ, მოვუწოდებთ ჩამოვიდეს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, თუმცა ის ამას ვერ ბედავს და ვერც გაბედავს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მიმართა.

 

„ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, “ქოცების საქმე მაინც ცუდად არის“.

 

„თუ რაიმეზე ხელი წაუცდებათ, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას - მეტი საქმე არა მაქვს, ექვსი თვე ვიღაცის დასკვნას ველოდო", - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?