Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე.

 

ინციდენტი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი ჰქონდა.

 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ანა წითლიძემ ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა.

 

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

 

ამავე უბანზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. რამდენიმე უცნობმა პირმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდათ აღნიშნული სიები, პასუხად განაცხადეს, რომ „პასუხი უნდა მოვკითხოთ „რუსთავი 2“-ის გერნერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას“.

 

ამ წუთებში 21-ე საუბნო-საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები - გრიგოლ ვაშაძე და რომან გოცირიძე მივიდნენ.

 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ზუგდიდში განსაკუთრებულად ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, მათგან უმთავრესი კი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია. ამ წუთებში საარჩევნო 21-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია განმუხტულია და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ზუგდიდში, N9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. სიტუაციის დაძაბვა იმ გარემოებას მოჰყვა, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს საარჩევნო სიები ჰქონდა. აღნიშნულის გამო გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტისას ერთ-ერთმა პირმა, ერთ-ერთ ჟურნალისტს ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

 

გაერთიანებლი ოპოზიციის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც ადგილზე იმყოფება, სავარაუდო დარღვევების შესახებ ისაუბრა.

 

„ჩვენ იმ ადამიანის სახელი და გვარი არ ვიცით, ვინ დააკავეს, მაგრამ ეს პროვოკატორი ზონდერი იყო, ვინც ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის დააკავა და ასე მოუვა ყველა პროვოკატორს. ისინი არაფერს ერიდებიან, იციან, რომ აქ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ბრძოლის ხაზი გადის. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ. ამას გარდა, ერთ-ერთი ტელეარხის, კონკრეტულად „იმედის“ წარმომადგენლებს საერთოდ არ ჰქონდათ აკრედიტაცია, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის სამთავრობო ტელევიზია, რომელიც თვლის, რომ არ სჭირდება აკრედიტაცია და შეუძლია, „ფეიქ ბეიჯებით“ შევიდეს უბნებზე. გუშინაც შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი იყო ჩვენი ერთ-ერთი კომისიის წარმომადგენელზე, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები არ შეშინდებიან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ვიდეოები აქვთ, სადაც ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებია დაფიქსირებული.

 

„ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიები ჰქონდათ, რომელთაც იყენებდნენ ამომრჩეველთა მოსასყიდად, რაც ეს უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. მე როდესაც მოვედი, ჩვენმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად ვიდეო მასალა აქვთ, როგორ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა. მე ეს ჯერ არც მინახავს, რადგან იმ მომენტში უკვე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა გადმოგვცემენ ამ ვიდეოებს და საზოგადოებას წარვუდგენთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

კომენტარი გააკეთა პირმაც, რომელზეც სავარაუდოდ, დაკავებულმა მამაკაცმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მისი თქმით, დაკავებულმა მას ფეხში მუხლი ჩაარტყა.

 

„ვიღებდი ვიდეოს, რა დროსაც მან შეურაცხყოფა მომაყენა და როცა ვუთხარი, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასმეთქი, ფეხი დამარტყა. ამას წინ კონფლიქტი არ უძღოდა, უბრალოდ, ვიდეოს ვიღებ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ვიდეოს ჩემთვის, პირადი მოხმარებისთვის ვიღებ და ვაკვირდები“, - აღნიშნა გიორგი რურუამ.

დღეს ზუგდიდში ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მანვე პარტიის აქტივისტებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.

 

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტენა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არა მათი, არამედ სამართალდამცელი უწყებების ფუნქციაა. შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან, ხოლო სამართლამდაცავ ორგანოებს მოვუწოდებ, მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევევის გარეშე წარმართვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებზე რაიმე სახის სერიოზული გადაცდომა არ დაფიქსირებულა და ყველა ოლქში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

"მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. მაღალი ატივობის პირობებში შესაძლებელია ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. მე დარწმუნებული, ვარ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარებს, ღირსეულ მუნიციპალიტეტების მერებს და ღირსეულ საკრებულოს წევრებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაძაბული ვითარება ზუგდიდში - გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ერთ-ერთ მანქანაში ამომრჩეველთა სამაგიდო სიები შენიშნეს და პოლიციას მისი ამოღება მოსთხოვეს.

 

პოლიციის მოსვლის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ხელი ჰკრა. ანი წითლიძე პოლიციას მისი დაკავებისკენ მოუწოდებს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ ვითარება ზუგდიდში დილიდან დაძაბულია.

 

„მთელი დღეა, დიდი დაძაბულობაა, თავად კომისიის თავმჯდომარე გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით და კომისიის გარკვეული წევრები. გარდა ამისა, უბანზე იმყოფებოდა აგიტატორი, რომელიც თავად „ოცნების“ წარმომადგენელმა დაასახელა, როგორც აგიტატორი, მისი გაძევება მოვახერხეთ უბნიდან. არის გარკვეული ე.წ. ძველი ბიჭების მისვლა-მოსვლა და კავშირი მათი ამომრჩეველთან. ინციდენტი მდგომარეობდა იმაში, რომ კონკრეტულ მანქანაში ადამიანს ჩვენი ინფორმაციით, გააჩნდა სამაგიდო სიები, რაც იქნა გადაღებული ვიდეო მასალის სახით და შესაბამისად, ითხოვდნენ პოლიციისგან ამ მანქანიდან სიების ამოღებას,“ - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

არჩევნების გაყალბების ფაქტის გასაჯაროებისთვის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მზად არის 1000 ლარი გადაიხადოს. ნიკა გვარამიას თქმით, თანხა მოქალაქეს უკანონობის სატელევიზიო ეთერში დადასტურების შემთხვევაში გადაეცემა.

 

„ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დაადასტურებს რაიმენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს "რუსთავი 2"-სგან "- აცხადებს ნიკა გვარამია

შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მობილიზება იმ რისკებიდან გამომდინარეობს, რომელსაც უწყება აფიქსირებს.

 

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის, ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულო გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.

მთაწმინდის ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

 

გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.

 

„დღეს ხმა მე მივეცი იმას, რომ დამრთავდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. მთაწმინდელი ამომრჩეველს არჩევს ტყუილს და მართალს, არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

დისერტაციას ვამზადებ - მოქალაქე ჯიხაშკარში სიებითა და "საბუთებით" მივიდა

ვიდეოს on.ge ავრცელებს

 

მინდა, რომ პირველ რიგში გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ, იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადა კახაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, მან ხმა მისცა შენებას და განახლებას.

 

"ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მივეცი ხმა იმას, რომ მშვიდი გარემო, ერთმანეთის პატივისცემის გარემო შენარჩუნდეს 2020-ისა და შემდეგი არჩევნებისთვის. რაც მთავარია ხმა მივეცი შენებას, განახლებას. მთაწმინდელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური შეხვედრებისთვის და იმ ურთიერთობის ფორმისთვის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს წლების მანძილზე. იმედია, ეს ურთიერთობები არასდროს გაფუჭდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა კახაძემ.

 

რაც შეეხება ზუგდიდში დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოს, კახაძის თქმით, ის ყველაფერი, რაც სტაბილურობის საწინააღმდეგო ქმედებაა, ეს არის ინსპირირებული და „ვიღაცას უნდა ჩვენი შიგნიდან გატეხვა“.

 

„ეს არ არის ჩვენი ინტერესი, ხელისუფლების ინტერესი არ არის, რომ დაიძაბოს სიტუაცია“, - აღნიშნა კახაძემ.

ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან.

 

კახა კალაძის თქმით, ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

 

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც რულოვსმა აღნიშა, მან ხმა ნათელ, ევროპულ მომავალს მისცა.

 

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა. სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. მის უკან დგას მთელი ქვეყანა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ, ევროპულ მომავალს“, - განაცხადა რულოვსმა და დასძინა, რომ ის ზუგდიდელი ამომრჩევლების მხარდაჭერაში დარწმუნებულია.

 

„ამას ვნახავთ ამ საღამოს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად, წყნარად ჩატარდება დღევანდელი არჩევნები. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მთელი ქვეყნის, არა მარტო ზუგდიდის. მთელი ქვეყნის მოლოდინია ზუგდიდის არჩევნების შედეგი. ზუგდიდის არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის არჩევნების მნიშვნელობა“, - განაცხადა რულოვსმა.

ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სმაინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობა.

 

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცენდენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის , ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შენმთხვევა, იქნება ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი. ისევე, როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაერკვევა დეტალურად ბოლომდე რა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, როგორც ვიცი, არის დაკავებული“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მობილიზება მართლწესრიგის და დემოკრატიულ გარემოში არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.

 

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტოს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულო გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?