Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08 :00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - ორ ბიულეტენს.

 

ანა მიქელაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ ხმის მიცემა არის ფარული და მოქალაქე საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს. "საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - ორ ბიულეტენს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს აკეთებს ხმის მიცემის კაბინაში. ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს, გაიგოს მისი საარჩევნო ოლქის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში მიიღებს, რომელიც დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობს. ასევე, მუშაობს ონლაინ ჩატიც.

 

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირებისკენ მოუწოდებს.

 

"უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტის, მხარეებს შორის დაპირისპირების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე,"- წერია განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში, 19 მაისს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მხარდამჭერთა მობილიზაციას გეგმავს, რაც თავის მხრივ არსებული სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების რისკებს ზრდის.

 

"დაუშვებელია, სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენის საკითხები,“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებები გაკეთდა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი განმარტებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, უბნების რაოდენობის მიხედვით, საარჩენო ინვენტარის გადაცემის პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს გამჭვირვალედ. ამასთან, მისივე თქმით, ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც.

 

შესაბამისად, ცესკოს შეფასებით, ზუგდიდში არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

"გუშინ, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის - კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით, ეს პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ. კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა ( ანუ, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს). ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

ამის მიუხედავად, ცესკომ ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის უკვე გადაცემული სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, მან არჩევანი ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა.

 

„არჩევანი გავაკეთე ეფექტურობის სასარგებლოდ. როდესაც ხმას მთაწმინდაზე აძლევ, განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, თბილისის ამ ლამაზი რაიონის ინტერესებს“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს“.

 

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა გახარიამ.

თამარ ჟვანია პასუხისმგებელია იმ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩანს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, თამარ ჟვანია ვალდებულია განვითარებული მოვლენების შეფასება გააკეთოს.

 

„ცესკოს თავმჯდომარე პასუხისმგებელია საარჩევნო პროცესზე და იმ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩანს, მისი პასიურობის წვლილიც არის. საზოგადოება ხედავს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით დაწყებული, დაშინებით გაგრძელებული და ძალადობით დასრულებული, ყველა შემთხვევას. ამგვარი საარჩევნო გარემო მთლიანად საზიანოა ქვეყნისთვის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ამ მოვლენების შეფასება მაინც გააკეთოს, თუ მის აღკვეთას ვერ ახერხებს,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ცესკო მხარეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს.

 

„ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანი ხმაურით გაიხსნა. ინციდენტი უბნის 5 წუთის დაგვიანებით გახსნას მოჰყვა. როგორც ამ უბნის დამკვირვებელი, ქეთევან ჯანჯალია აცხადებს, მისი უკმაყოფილება კიდევ ერთმა ფაქტმა გამოიწვია. დამკვირვებლის თქმით, უბნის თავმჯდომარე მამუკა კუტალიამ პირველმა მისცა ხმა, როდესაც საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის რიგი იდგა.

 

ქეთევან ჯანჯალიას განცხადებით, უბანზე კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა - გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე იქნა ჩაგდებული. შესაბამისად, გადასატანი ყუთი დაილუქა. აღნიშნულ ყუთში 31 ბიულეტენი იყო მოთავსებული. ინციდენტს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ეს სწორედ ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვს აძლევს ხმას.

 

ამ ბრალდებებს თავად უბნის თავმჯდომარე მამუკა კუტალია უარყოფს, რომელიც აცხადებს, რომ დამკვირვებლის მოთხოვნები უსაფუძვლოა და საარჩევო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ იქ გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

„დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ საელჩოებთან, რომლებიც აკვირდებიან ზუგდიდში არსებულ ვითარებას. მათ მონაწილეობას ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შეუძლიათ ხელი შეგვიწყონ ამ პროცესში ესკალაციის თავიდან აცილებაში და მე ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

დეპუტატმა იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქნება ზუგდიდში, სამართალდამცველების მხრიდან აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული და ნებისმიერი პირი, ვინც შეეცდება დესტაბილიზაციას, სათანადოდ დაისჯება კანონის ფარგლებში.

 

„საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო მეტად ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას. ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას. ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად წარმართავს საარჩევნო პროცესს. ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშლა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ჩანს კარგად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, შესაბამისად, ისინი სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ. ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არც ერთი პროვოკაცია, არც ერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოც წერილში პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.„აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში. მოუთმენლად მოველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას რიგ საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე თანამშრომლობაზე. მადლობელი ვართ ავღანეთში ნატო-ს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით მოგმართავთ თქვენ და ქართველ ხალხს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

 

დღეს არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

 

დღეს, 19 მაისს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. გარდა ამისა, დღესვე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

 

არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - 2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებისა და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის.

 

"რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან - საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით - ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

 

ამასთან, დამატებით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ზურაბიშვილის კამპანიის სახეები გახდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ბანერზე ზურაბიშვილის ფოტო ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების ფოტოებით შეიცვალა. ზურაბიშვილი ნაკლებად ხილვადი გახდა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამ ინიციატივით პარტიამ მის მხარდაჭერილ კანდიდატს საყვედური გამოუცხადა,- ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც არჩევნების მეორე ტურის შეჯამება ხორციელდება.

 

NDI-ის მიხედვით, „კამპანიის სადავეების სრულად ხელში აღება და საპრეზიდენტო რბოლაში ბევრი ინვესტიციის ჩადება ზაფხულის დასაწყისში პარტიის პოზიციისგან მნიშვნელოვან გადახვევას წარმოადგენდა, რადგან მაშინ პარტია ამბობდა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი არ იყო და“ ქართული ოცნება“ მასში არ ჩაერთვებოდა“.

 

„პირველი ტურის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობის გამო გაკვირვება გამოხატეს და NDI-ის ანალიტიკოსებს განუცხადეს, რომ მათი მეორე ტურის სტრატეგია ორ ძირითად კომპონენტზე იქნებოდა აგებული. პირველი იყო გადაწყვეტილება, რომ პარტია, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ზურაბიშვილის კამპანიას სათავეში უფრო სრულად ჩაუდგებოდა და ღონისძიებების ჩატარებაზე, მესიჯებსა და სტრატეგიაზე პასუხისმგებლობას აიღებდა. მართლაც, „ქართული ოცნების“ ლიდერები ზურაბიშვილის კამპანიის სახეები გახდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ბანერზე ზურაბიშვილის ფოტო ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების ფოტოებით შეიცვალა. გადიოდა სატელევიზიო რეკლამები, სადაც „ქართული ოცნების“ წამყვანი ლიდერები ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობდნენ. ზურაბიშვილი ნაკლებად ხილვადი გახდა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამ ინიციატივით პარტიამ მის მხარდაჭერილ კანდიდატს საყვედური გამოუცხადა.

 

კამპანიის სადავეების სრულად ხელში აღება და საპრეზიდენტო რბოლაში ბევრი ინვესტიციის ჩადება ზაფხულის დასაწყისში პარტიის პოზიციისგან მნიშვნელოვან გადახვევას წარმოადგენდა, რადგან მაშინ პარტია ამბობდა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი არ იყო და“ ქართული ოცნება“ მასში არ ჩაერთვებოდა, რათა პოლიტიკური პლურალიზმისთვის ხელი შეეწყო“-, ნათქვამია ანგარიშში.

 

NDI-ის მიხედვით, „მეორე სტრატეგია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების შიშზე დაფუძნებული მესიჯების შემუშავება იყო“.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა განმარტეს, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლა, რადგან კვლევების მიხედვით ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი თითქმის მაშინვე გაიზარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სატელევიზიო არხებზე, სოციალურ მედიასა და რეკლამებში საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ წამყვანი ლიდერების გაფრთხილება ესმოდათ, რომ ვაშაძის სასარგებლოდ მიცემული ხმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასა და ქვეყანაში დაბრუნებას და - შესაბამისად - წარსულის სავარაუდო წამებისა და ძალადობის ფაქტებს გამოიწვევდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საზოგადოებას სამოქალაქო ომისა და არეულობის საფრთხის შესახებ აუწყეს, ივანიშვილმა სატელევიზიო მიმართვები გაავრცელა, რომელიც ხალხს ძალადობისა და დესტაბილიზაციის საფრთხეზე მიუთითებდა, თუ ისინი ზურაბიშვილს არ მისცემდნენ ხმას. ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა კამპანიები და აქციები სლოგანით “არა მიშას” და “მე ვიცავ თავისუფლებას”, რომელიც უცნობი ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული და ზურაბიშვილის კამპანიის ნარატივს უჭერდა მხარს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?