იქ სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის არჩევნების მეორე ტურზე მომხდარი სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს.

 

„იქ სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი! ეს არის ყველაზე მთავარი. იქ, სადაც იქნება კანონის დარღვევა ან გადაცდომა, მცირეოდენი, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მყისიერი, ისეთივე, როგორც რამდენიმე უბანზე დღეს უკვე მოხდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მინისტრის თქმით, იყო ერთი შემთხვევა, სადაც მუქარის შემადგენლობა გამოიკვეთა და ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი.

 

„იყო ერთი შემთხვევა, სადაც მუქარის შემადგენლობა იყო და წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს, ადამიანები უკვე იკითხებიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.