წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

 

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. სულ კი აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული იყო 43 909 ამომრჩეველი.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.