მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებმაც მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, - ამის შესახებ ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს.

 

„"როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცედურებმა კანონდებლობის შესაბამისად, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო აქტივობა, მივიდნენ არჩევნებზე და მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული საქმისთვის, ვინაიდან მათ შექმნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ ამომრჩევლებს საკუთარი უფლების რეალიზება თავისუფლად მოეხდინათ. მადლობას ვუხდი იმ ჩართულ მხარეებსაც, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას შეუწყვეს ხელი,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.